თბილისის საკრებულო – ვაკის რაიონში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდა
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მცხოვრებლების სურვილით, კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად, გამწვანებული სარეკრეაციო ზონის მოწყობის შესაძლებლობა გაჩნდა. სივრცე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, მოეწყო დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სავარჯიშო ზონები. სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.
მასალის გამოყენების პირობები