09:00 💵 USD 2.61 💶 EUR 3.06 თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება — ახალი მეგაპროექტი · რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გაიხსნა · კურორტი გოდერძი — აჭარის სამთო სამოთხე ზღვის დონიდან 2027 მეტრზე · LIZWI Club Teatro-ში — თბილისის მუსიკალური ღამე 8 აგვისტოს · Enzo Siffredi Teatro-ში — აფრო-ჰაუსის ლეჯენდი თბილისში 31 ივლისს · თბილისი დღეს — 19 აგვისტო ·
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება  შეიზღუდება

გადაადგილება შეიზღუდება ეტაპობრივად თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების გამო. უფრო კონკრეტულად: ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სა და მათი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, დე­და­ქა­ლა­ქის ზო­გი­ერთ ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა ეტა­პობ­რი­ვად შე­ი­ზღუ­დე­ბა. შე­ზღუდ­ვა 30 სექ­ტემ­ბრის 23:00 სა­ა­თი­დან 8 ოქ­ტომ­ბრის 08:00 სა­ა­თამ­დე იმოქ­მე­დებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის მე­რია ავ­რცე­ლებს.

30 სექ­ტემ­ბრის 23:00 სა­ა­თი­დან 2 ოქ­ტომ­ბრის 00:00 სა­ა­თამ­დე ნა­წი­ლობ­რივ გა­და­ი­კე­ტე­ბა გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია – გი­ორ­გი ათო­ნე­ლის ქუ­ჩი­დან ვახ­ტანგ ორ­ბე­ლი­ა­ნის შე­სახ­ვე­ვის N13-მდე არ­სე­ბუ­ლი საგ­ზაო მო­ნაკ­ვე­თი; 2 ოქ­ტომ­ბრის 00:00 სა­ა­თი­დან 8 ოქ­ტომ­ბრის 23:00 სა­ა­თამ­დე მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად აიკ­რძა­ლე­ბა მშრა­ლი ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. კერ­ძოდ, იტა­ლი­ის ქუ­ჩა­ზე, ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ათო­ნე­ლის ქუ­ჩი­დან ორ­ბე­ლი­ა­ნის შე­სახ­ვე­ვის N13-მდე არ­სე­ბულ საგ­ზაო მო­ნაკ­ვეთ­ში.

შე­ზღუდ­ვის პე­რი­ოდ­ში ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ედ­ნი­დან ათო­ნე­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­და­ად­გი­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ მშრა­ლი ხი­დი­დან მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით. მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­დან ვირ­სა­ლა­ძის ქუ­ჩის­კენ მი­მა­ვა­ლი მძღო­ლე­ბი კი იმოძ­რა­ვე­ბენ ათო­ნე­ლის ქუ­ჩამ­დე, შემ­დეგ კი მარ­ჯვნივ მოხ­ვე­ვით და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან ჭან­ტუ­რი­ას ქუ­ჩას.

3 ოქ­ტომ­ბრის 23:00 სა­ა­თი­დან 8 ოქ­ტომ­ბრის 08:00 სა­ა­თამ­დე მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა აბა­ნოს ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე – აბა­ნოს ქუ­ჩი­დან იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, გრი­შაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მოხ­ვედ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ფირ­დო­უ­სის, მირ­ზა ფა­თა­ლი ახუნ­დო­ვი­სა და ის­მა­ილ ის­ფა­ჰან­ლის ქუ­ჩე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

გარ­და ამი­სა, 4 ოქ­ტომ­ბრის 12:00 სა­ა­თი­დან 7 ოქ­ტომ­ბრის 02:00 სა­ა­თამ­დე, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა კოს­ტა ხე­თა­გუ­რო­ვის ქუ­ჩა­ზე, ხე­თა­გუ­რო­ვის სკვე­რის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი­დან ხე­თა­გუ­რო­ვი­სა და გუ­რამ სა­ღა­რა­ძის ქუ­ჩე­ბის კვე­თამ­დე არ­სე­ბულ საგ­ზაო მო­ნაკ­ვეთ­ში.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით და პი­რი­ქით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა დარ­ჩე­ბა არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. შოთა გამ­ცემ­ლი­ძის ქუ­ჩი­დან ხე­თა­გუ­რო­ვის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა. ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იმოძ­რა­ვე­ბენ ნინო ჩხე­ი­ძის ქუ­ჩის გა­მო­ყე­ნე­ბით.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *