გამონაბოლქვის კონტროლი თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში – 7610 სამართალდარღვევა — შენი თბილისი

გამონაბოლქვის კონტროლი თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში – 7610 სამართალდარღვევა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2023 წლის 4 სექტემბრიდან აქტიურად ახორციელებს გამონაბოლქვის კონტროლს საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. კანონმდებლობის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, გამოავლინეს 7610 სამართალდარღვევა, რაც ნათლად ადასტურებს ამ რეგულაციების აუცილებლობას.

მონაცემებზე დაყრდნობით, ყველაზე მეტი დარღვევა, 3694, თბილისში დაფიქსირდა. ქუთაისში 1449-ს, ბათუმში 1302-ს, ხოლო რუსთავში 1165-ს შეადგენს. კანონმდებლობის მიხედვით, 6629 ფიზიკური და 981 იურიდიული პირი დაჯარიმდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

დაჯარიმების კატეგორიები მოიცავს:

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი
  • მსუბუქი ავტომობილები: 4706 შემთხვევა
  • მიკროავტობუსები: 2597 შემთხვევა
  • სატვირთო ავტომობილები: 298 შემთხვევა
  • ავტობუსები: 9 შემთხვევა

ფიზიკური პირებისათვის ჯარიმები პირველ შემთხვევაში 100 ლარი, მეორეში 300 და მესამეში 600 ლარია. იურიდიული პირების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 500, 1500 და 3000 ლარია. გარდა ამისა, 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, ჯარიმა 20%-ით მცირდება.

მოქალაქეება ჯარიმების გადამოწმება შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის – www.videos.police.ge საშუალებით.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შესაბამისად, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, დეპარტამენტმა დანერგა უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემა. აგრეთვე, რეგულარულად კონტროლდება საწვავის ხარისხი ავტოგასამართ სადგურებზე, რათა შეამციროს არაკონდიციური საწვავის მოხმარება.

 

#drpkhakadze #davidiani

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). გამონაბოლქვის კონტროლი თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში – 7610 სამართალდარღვევა. 12 მარტი, 2026. https://shenitbilisi.ge/გამონაბოლქვის-კონტროლი-თ/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. გამონაბოლქვის კონტროლი თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში – 7610 სამართალდარღვევა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%97/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network