ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეები10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება, რაც გულისხმობს ახალი სისტემის, EES-ის (Entry/Exit System), დანერგვას. ეს სისტემა განკუთვნილია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის და მიზნად ისახავს პასპორტებში ბეჭდის ჩარტყმის წესის გაუქმებას და მის ნაცვლად ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებას.

EES-ის ფარგლებში, ევროკავშირში შესვლისას მოგიწევთ სპეციალურ აპარატთან რეგისტრაციის გავლა, რაც მოიცავს თქვენი ფოტოს გადაღებას, თითის ანაბეჭდების დაფიქსირებას და პასპორტის მონაცემების სისტემაში შეყვანას. ეს მონაცემები EES-ში ორი ან სამი წლის განმავლობაში იქნება შენახული, და ყოველი შესვლისა და გასვლის დროს გაივლით ამ შემოწმებას, რაც გააადვილებს თქვენი გადაადგილების კონტროლს – სისტემაში დაფიქსირდება, როდის შეხვედით ან დატოვეთ ქვეყანა.

სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც 90 დღეზე მეტხანს აპირებს დარჩენას ევროკავშირის ტერიტორიაზე. სისტემის მიზანია, დააფიქსიროს ნებისმიერი დარღვევა, მაგალითად, თუ ვინმე ზედმეტ ხანს რჩება ევროკავშირში. აღსანიშნავია, რომ სისტემა ზოგიერთ ქვეყანაში დროებით კვლავ შემოინახავს პასპორტ კონტროლის (ბეჭდის ჩარტყმის) პროცესს, სანამ EES სრულად არ დამყარდება.

რისკის შემცველია თუ არა ეს ცვლილება? კი, რადგან EES გამოავლენს ყველა დარღვევას, და თუ ვინმე კანონის დარღვევით გაჩერდება ევროკავშირში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისთვის შესვლა აიკრძალება, თუნდაც გვარი ან პასპორტი შეიცვალოს. თუმცა, ეს სისტემა არ შეეხება იმ პირებს, ვინც ევროკავშირში ბინადრობის ნებართვით ცხოვრობს.

EES სისტემის დანერგვა ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყანას, ვისაც ევროკავშირთან აქვს ვიზა ლიბერალიზაცია. ეს მოიცავს მოლდოვას, სერბეთს, ალბანეთს, საქართველოს და სხვებს. ევროკავშირი ამ გზით ცდილობს, გააკონტროლოს მიგრანტების ნაკადი.

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

ოქტომბერი 23, 2024
ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

23 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

23 ოქტომბერი 2024
NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

ოქტომბერი 23, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები