18:22 💵 USD 2.61 💶 EUR 3.06 რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გაიხსნა · კურორტი გოდერძი — აჭარის სამთო სამოთხე ზღვის დონიდან 2027 მეტრზე · LIZWI Club Teatro-ში — თბილისის მუსიკალური ღამე 8 აგვისტოს · Enzo Siffredi Teatro-ში — აფრო-ჰაუსის ლეჯენდი თბილისში 31 ივლისს · თბილისი დღეს — 19 აგვისტო · თბილისი დღეს — 18 აგვისტო ·
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს — შენი თბილისი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში, დიღმის მასივში, საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ ტერიტორიაზე ახალ საფეხბურთო ცენტრს აშენებს. პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გაეცნენ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ტერიტორია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა, ადგილმონაცვლების გზით მერიამ დაიბრუნა და ფეხბურთის ფედერაციას გადასცა. კალაძის თქმით, “ავაზას” ყოფილი სტადიონი ისტორიული მნიშვნელობისაა და ფეხბურთის განვითარებისთვის მისი შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

პროექტი ორი საფეხბურთო მოედნის მოწყობას ითვალისწინებს, მათ შორის ერთი სტანდარტულ ზომის. ტერიტორიაზე იქნება ტრიბუნები, ღამის განათება, გასახდელები და საშხაპეები. პროექტის დასრულება დეკემბერშია დაგეგმილი, თუმცა უამინდობის შემთხვევაში, მისი დასრულება გაზაფხულზე მოხდება.

ცენტრის მშენებლობა განხორციელდება ფიფას პროგრამა FORWARD-ის, უეფას პროგრამა Hat Trick-ის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით. ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს, რაც უზრუნველყოფს პროექტის ხანგრძლივ ეფექტურობას.

ახალი საფეხბურთო ცენტრი მოემსახურება ახალგაზრდებს და მათ შესაძლებლობას მისცემს სპორტული კარიერის განვუთარებაში. თბილისის მერიის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ქალაქის სპორტულ ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს შეიტანს და ხელს შეუწყობს ფეხბურთის პოპულარიზაციას საქართველოში.

#drpkhakadze #davidiani

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *