თბილისში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს — შსს — შენი თბილისი

თბილისში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს — შსს

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში, 4 ივნისს, ცივი იარაღით ჩადენილი თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1985 წელს დაბადებული ზ.ფ. დააკავა. მას ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა სამი პირი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანი — 1983 წელს დაბადებული რ.რ. — მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სამართალდამცველებმა ზ.ფ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა, რომელიც ნივთმტკიცებად მიიჩნევა.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ეხება ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს — შსს. 31 იანვარი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისში-სამი-ადამიანის/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს — შსს [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network