15:17 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები · Rustaveli Cafe & Bar თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები, დაჯავშნა · Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel თბილისში — სასტუმრო, მისამართი, ფასები, დაჯავშნა · My Little House in Kostava თბილისში — სასტუმრო, მისამართი, ფასები · 8 bzifi turn, tbilisi georgia თბილისში — სასტუმრო, მისამართი, ფასები ·
ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ფრენებს იწყებს — შენი თბილისი

ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ფრენებს იწყებს

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss შემოდის თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში და რეგულარულ ფრენებს იწყებს ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით. აღნიშნული რეისები შესრულდება კვირაში ორჯერ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში ტურიზმისა და ავიამიმოსვლის შესაძლებლობებს.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მოლაპარაკება ავიაკომპანიასთან წარმატებით დასრულდა და საქართველოს ავიაბაზარზე გლობალური საავიაციო ჯგუფის წარმომადგენელი კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოდის.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ციურიხი- სრულიად ახალი მიმართულებაა საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. ისტორიულად ამ მიმართულებით აქამდე ჩვენი არცერთი აეროპორტიდან არ განხორციელებულა ფრენები”, – განაცხადა, აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ.

Edelweiss-ი სპეციალიზდება საკურორტო მიმართულებებზე და მიზნად ისახავს შვეიცარიიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

Edelweiss 29 წლის წინ დაარსდა და Swiss International Airlines-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის. ავიაკომპანია ფრენებს ციურიხიდან 90 მიმართულებით აწარმოებს, მათ შორის ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის კონტინენტზე.

ბილეთების ყიდვა უკვე შესაძლებელი გახდა Edelweiss-ის და Swiss International Airlines-ის ვებსაიტებზე. ახალი რეისების დაწყება მნიშვნელოვნად გააფართოებს ფრენების არჩევანს საქართველოსა და შვეიცარიას შორის.

#drpkhakadze #davidiani

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *