საილუსტრაციო ფოტო

ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გიორგი კაპანაძე
გიორგი კაპანაძე
ჟურნალისტი — ქალაქის ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. აშუქებს გზების, მშენებლობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემებს თბილისში.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაიწყება გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობა. სამუშაოების ფარგლებში, 19 ნოემბრიდან რამდენიმე თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მშენებლობის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ჯანსუღ კორძაიას ქუჩის N10-სა და N14-ს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია უსაფრთხოების მიზნით, რათა სამუშაოები ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელდეს.

მოსახლეობას და მომხმარებლებს, რომლებსაც გავლა ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე უწევთ, საშუალება ექნებათ გამოიყენონ ალტერნატიული გზები:

  • წყნეთის გზატკეცილიდან ჯანსუღ კორძაიას N10-მდე გადაადგილება და შემდეგ მალხაზ დოლიძის ქუჩის გავლით
  • ჯანსუღ კორძაიას N14-მდე მოძრაობა შესაძლებელი იქნება ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩის გავლით

თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

#drpkhakadze #davidiani  #shenitbilisi

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ქალაქის ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. აშუქებს გზების, მშენებლობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემებს თბილისში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *