საზაფხულო პროგრამები წელს 6 000-მდე ახალგაზრდას უფასოდ მოემსახურება – რეგისტრაცია იწყება — შენი თბილისი

საზაფხულო პროგრამები წელს 6 000-მდე ახალგაზრდას უფასოდ მოემსახურება – რეგისტრაცია იწყება

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

2025 წელს თბილისის მუნიციპალიტეტი 6 000-მდე ახალგაზრდისთვის მრავალფეროვან და სრულიად უფასო საზაფხულო პროგრამებს განახორციელებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი მიმართულია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ და ითვალისწინებს როგორც სპორტულ, ასევე საგანმანათლებლო და ინტელექტუალურ აქტივობებს.

ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ შემდეგ აქტივობებში:

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

  • ჩოგბურთი, პადელი, ბოულინგი
  • ჯომარდობა და ლაშქრობები თბილისის გარშემო
  • ვიზიტები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე

გარდა ამისა, პროგრამა მოიცავს დაახლოებით 20 თემატურ ბანაკს, მათ შორის:

  • ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა
  • კინო და თეატრალური ხელოვნება
  • ინგლისური ენა და ინტელექტუალური საკუთრება
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები

საზაფხულო აქტივობები 15 ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო რეგისტრაცია ეტაპობრივად დაიწყება ვებგვერდზე: www.youthtbilisi.ge

წელს ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ საერთაშორისო გამოცდილებაც მიიღონ – იგეგმება ბანაკები ფრანგ და შვედ ახალგაზრდებთან ერთად.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პროგრამაში მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება.

რეგისტრაციის პროცესზე, მიმართულებებზე და მონაწილეობის პირობებზე დამატებითი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება ახალგაზრდულ პლატფორმაზე youthtbilisi.ge

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. საზაფხულო პროგრამები წელს 6 000-მდე ახალგაზრდას უფასოდ მოემსახურება – რეგისტრაცია იწყება [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network