თბილისში ფრანგული კონცეფციის კაფე “ნუშიკო” გაიხსნა — შენი თბილისი

თბილისში ფრანგული კონცეფციის კაფე “ნუშიკო” გაიხსნა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

ტკბილი მოგზაურობა წარსულის გემოში – თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, ახალი კაფე, „ნუშიკო“ გაიხსნა, რომელიც ფრანგული კონცეფციით არის შექმნილი. ადგილზე მისულ სტუმრებს უგემრიელესი ორცხობილები, ტკბილეულის მრავალფეროვანი არჩევანი და განსაკუთრებული ფრანგული ყავა  დახვდებათ.

სახელი უძველესი რეცეპტით მომზადებული ნუშის ორცხობილის საპატივცემულოდ შეირჩა, რომლის დაგემოვნებაც მხოლოდ კაფე „ნუშიკოშია“ შესაძლებელი. ტკბილეული ადგილზე მზადდება, რაც თითოეულ მათგანს უნიკალურობას სძენს. განსაკუთრებით გამოსარჩევია ამერიკული ქეიქი, უძველესი რეცეპტით დამზადებული ნუშის ნამცხვარი  და შუ, რომელიც  მზადდება ფრანგული კრემით, რომლის შიგთავისის ჩამატება მყიდველის თანდასწრებით ხდება, რათა  არ მოხდეს მისი სტრუქტურის დარღვევა და პროდუქციის დარბილება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თბილისში

რაც შეეხება ყავას, კაფეში მაღალი ხარისხის, 11 სახეობის ყავა დაგხვდებათ, რომელსაც დაბალანსებული და არომატული გემო აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ცივი ყავა, რომელიც განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.

ნამდვილი გემო იქ იწყება, სადაც რეცეპტი საუკუნეებს ითღვლის – ეს “ნუშიკოს” მთავარი სლოგანია, ხოლო კაფე  კინო ამირანის გვერდით, მერაბ კოსტავას 36 ნომერში მდებარეობს.

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისში ფრანგული კონცეფციის კაფე “ნუშიკო” გაიხსნა. 31 იანვარი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისში-ფრანგული-კონცეფ/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში ფრანგული კონცეფციის კაფე “ნუშიკო” გაიხსნა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%a4/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network