როდის დასრულდება ვერის პარკის რეაბილიტაცია – თბილისის მერიის განცხადება — შენი თბილისი

როდის დასრულდება ვერის პარკის რეაბილიტაცია – თბილისის მერიის განცხადება

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად, ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

პარკის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის მომზადდა წინასაპროექტო კვლევები და დეტალური დიზაინის პროექტი. მის მომზადებაში ჩართული იყო საზოგადოება, რითიც შეიქმნა თანამონაწილეობითი დაგეგმარების პრეცედენტი. საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 700 000 ლარს შეადგინა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 4 ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა. აქ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა. მას შემდეგ, რაც გაშენდა ეს ტერიტორია, ამ ტიპის სამუშაოები არ ჩატარებულა და ძირეულად ხდება განახლება. პირველ რიგში, გასუფთავდა ტერიტორია, ირგვება ხე-მცენარეები, მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, გაკეთდება ღამის განათება, ატრაქციონების სივრცე ბავშვებისთვის ცალკე იქნება გამოყოფილი, ასევე იქნება ძაღლების სასეირნო სივრცე, გაკეთდება ორი გადმოსახედი, სანაპიროსთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკები აღდგება, მოწესრიგდება და განათდება. ჭადრაკის სასახლის ავარიული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციას ვიწყებთ მომდევნო წლიდან. გარდა ამისა, აქვე არის ჩოგბურთის კორტები, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია და მომავალი წლიდან მის განახლებასაც შევუდგებით. გვინდა, პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები სექტემბერში დავასრულოთ და დედაქალაქის კიდევ ერთი, გამწვანებული, მოწესრიგებული სივრცე შეემატება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კაჭარავა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე.

ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა, არსებული გეგმარებისა და აქტივობების შენარჩუნებას, მათ უკეთ ორგანიზებას, გაუმჯობესებას და ახალი, გარემოსთვის შესაფერისი ფუნქციების ინტეგრაციას.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 2 საბავშვო მოედანი 1-3 და 3-12 წლის ბავშვებისთვის, ასევე ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, სასმელი წყლის სოკოები, საპარკე ავეჯი, ფანჩატური, სპორტული მოედანი, საფეხბურთო მოედანი, ბელვედერი, ადმინსტრაციული შენობა და საპირფარეშო.

ამჟამად პარკს არ გააჩნია სანიაღვრე სისტემა, მოძველებულია სარწყავი სისტემა, უსისტემოდ არის განაწილებული მიწისზედა გაზმომარაგებისა და წყალმომარაგების მილები. შესაბამისად, რეაბილიტაციის ფარგლებში სრულიად განახლდება თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი სისტემა, პარკს დაემატება სანიაღვრე, ხოლო უსისტემო გაყვანილობები შეიცვლება და დაიმალება გრუნტში.პარკში არსებული მრავალწლოვანი ხე-ნარგავები შენარჩუნდება, ამასთან, ახალი გამწვანებული სივრცეებიც გაჩნდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

#drpkhakadze

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). როდის დასრულდება ვერის პარკის რეაბილიტაცია – თბილისის მერიის განცხადება. 16 აპრილი, 2026. https://shenitbilisi.ge/როდის-დასრულდება-ვერის-პ/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. როდის დასრულდება ვერის პარკის რეაბილიტაცია – თბილისის მერიის განცხადება [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network