მიწების სისტემური რეგისტრაცია – თბილისის მეროამ 5000-ზე მეტი განაცხადი დააკმაყოფილა — შენი თბილისი

მიწების სისტემური რეგისტრაცია – თბილისის მეროამ 5000-ზე მეტი განაცხადი დააკმაყოფილა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის მერიამ  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მისცა თანხმობა, დამატებით 5 269 სარეგისტრაციო განაცხადზე მიიღოს გადაწყვეტილებები და მოახდინოს მიწების რეგისტრაცია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებები შეეხება ახალდაბის, კოჯრის, კიკეთის და წყნეთის სისტემურ არეალებში შემავალ მიწებს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

კახა კალაძის განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან 2023 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის 12 გეოგრაფიულ არეალში დაწყებული სისტემური რეგისტრაციის პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

„მინდა, შევეხო ერთ მნიშნელოვან საკითხს, როგორიც არის მიწების სისტემური რეგისტრაცია. ეს იყო წლების განმავლობაში ძალიან დიდი პრობლემა ბევრი თბილისელისთვის, რომლებიც ფლობდნენ მიწებს და ვერ ახერხებდნენ მის დარეგისტრირებას. ათი ათასობით ასეთი ოჯახი იყო დედაქალაქში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდებოდა მიწის სისტემური რეგისტრაციები, მაგრამ თბილისი იყო გამონაკლისი.  ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ გადაწყვეტილება და 2023 წელს გავაფორმეთ მემორანდუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის 12 გეოგრაფიულ არეალში დავიწყეთ სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკვე მიეცა თანხმობა, დაახლოებით, 13 351 სარეგისტრაციო წარმოებაზე გასცეს შესაბამისი დოკუმენტი.

 

„პროექტის დასაფინანსებლად, ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 8 მილიონი ლარი გამოიყო იმისთვის, რომ შეგვეძინა შესაბამისი აღჭურვილობა, ტექნიკა, რაც საჭიროა პროექტის განსახორციელებლად. პროექტის ფარგლებში შერჩეული არეალები შეადგენს, დაახლოებით, 4 264 ჰა-ს, საიდანაც დაურეგისტრირებელია, დაახლოებით, 757 ჰა მიწის ნაკვეთი. საერთო ჯამში, თბილისში, სისტემური რეგისტრაციის პროექტი ეხება 27 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთს. დღეის მდგომარეობით, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკვე მივეცით თანხმობა, დაახლოებით, 13 351 სარეგისტრაციო წარმოებაზე გასცეს შესაბამისი დოკუმენტი. მიხარია, რომ კიდევ უამრავ ოჯახს გავაბედნიერებთ და გავახარებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. მიწების სისტემური რეგისტრაცია – თბილისის მეროამ 5000-ზე მეტი განაცხადი დააკმაყოფილა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network