თბილისში გაზის უსაფრთხო გამოყენება ალის ფერის კონტროლს მოითხოვს. მოყვითალო ალი ნახშირბადის მონოქსიდის გაფრთხილებაა.

კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ — „თბილისი ენერჯი“

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

„თბილისი ენერჯი“ აცხადებს, რომ სრული რესურსით ჩართულია, რათა ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მიაწოდოს. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 12 თებერვალს დილის 08:00 საათზე განახლდა გაზმომარაგების აღდგენითი სამუშაოები, რის შემდეგაც ვაკის რაიონის სრული აღდგენა განხორციელდა დღის 12:00 საათისთვის. რის შემდეგაც გამოთავისუფლებული ტექნიკური ჯგუფები დამატებით მთლიანად გადავიდნენ საბურთალოზე და 76 700 აბონენტს გაზის მიწოდება აღუდგა, – ამის შესახებ “თბილისი ენერჯის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაზმომარაგების აღდგენითი აქტიური სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

“9 თებერვალს ღამის 11:00 საათზე სადისპეტჩერო პროგრამამ ქსელში წნევის ვარდნა დააფიქსირა. ავარია ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მისულ სწრაფი რეაგირების ჯგუფს დაუდგენელი მიზეზით მაგისტრალური 500 მმ -იანი მილი დაზიანებული დახვდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ავარია იმდენად მასშტაბური იყო, რომ ვაკე-საბურთალოს ქსელი ზუსტად 7 წუთში მთლიანად დაიცალა. გაზის გარეშე დარჩა 150 000 აბონენტი.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

გაზსადენის აღდგენითი სამუშაოების პარალელურად გათიშულ უბნებში, ყველა კორპუსთან დაიწყო სავალდებულო უსაფრთხოების სამუშაოები – გაზის ცენტრალური ონკანების გადაკეტვა. რაც აუცილებელია გაზის ქსელში შეშვებამდე, თითოეული ოჯახის უსაფრთხოებისთვის. პროცესი გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში და 10 თებერვლის დღის პირველ ნახევარში დასრულდა, რის შემდეგაც დაიწყო ქსელში გაზის შეშვება.

კომპანიაში სრული მობილიზაცია გამოცხადდა. სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში 23:00 საათამდე მუშაობდნენ. ვაშლიჯვარი, აგარაკები, თხინვალა, დიღომი, ლისი, ბაგები – იმავე დღეს ავარიის შედეგად გათიშული აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება აღუდგა.

გაზის მიწოდების აღდგენის სამუშაოები 11 თებერვალს დილის 08:00 საათიდან განახლდა, რადგან ღამის განმავლობაში აკრძალულია გაზის ჩართვა ქსელში აბონენტების უსაფრთხოების გამო. გეგმის მიუხედავად, გათიშული აბონენტების დიდი რაოდენობისთვის გაზმომარაგების სრულად აღდგენა იმავე დღეს ვერ მოხერხდა. დღის ბოლოსთვის ვაკის რაიონი თითქმის სრულად ჩაირთო. საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე კი გათიშული აბონენტების 55%-ს აღუდგა გაზმომარაგება. სამუშაოები 23:00 საათამდე გაგრძელდა.

12 თებერვალს 08:00 საათზე განახლდა გაზმომარაგების აღდგენის პროცესი. დღის 12 საათისთვის სრულად ჩაირთო ვაკის რაიონი, რის შემდეგაც გამოთავისუფლებული ტექნიკური ჯგუფები დამატებით მთლიანად გადავიდნენ საბურთალოზე. დღის 15:00 საათისთვის საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 76 700 აბონენტს გაზის მიწოდება აღუდგა. აქტიური სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე.

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი სიტუაციის გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

 

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ — „თბილისი ენერჯი“ [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%97/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network