17 თებერვალს სემეკ-ში “თბილისი ენერჯის” საჯარო მოსმენა გაიმართება — შენი თბილისი

სემეკ-ში „თბილისი ენერჯის“ გაზსადენის ავარიულად გათიშვის საკითხზე პირველი მოსმენა გაიმართა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) „თბილისი ენერჯის“ 500 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის ავარიულად გათიშვის ფაქტთან დაკავშირებით პირველი საჯარო მოსმენა ჩატარდა. მოსმენაზე კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ავარიის გამომწვევი შესაძლო მიზეზები შეისწავლა და წარმოადგინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სამუშაოები ჩატარდა ბუნებრივი გაზის მიწოდების აღსადგენად. მან ასევე აღნიშნა, რომ აღდგენის პროცესში უსაფრთხოების ყველა ნორმა სრულად იყო დაცული.

კომისიის წევრებმა და ენერგოომბუდსმენმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესში საზოგადოების ინფორმირებაზე და მათთან უფრო გამჭვირვალე კომუნიკაციის აუცილებლობაზე.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ კომპანია ვალდებული იქნება, კომისიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით წერილობით დეტალური ინფორმაცია წარმოადგინოს. მან ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ საკითხის სრულყოფილი შესწავლის შემდეგ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. სემეკ-ში „თბილისი ენერჯის“ გაზსადენის ავარიულად გათიშვის საკითხზე პირველი მოსმენა გაიმართა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%99-%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%af%e1%83%98/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network