14:25 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა საქართველოში · გერმანია ხსნის კარებს ქართველ ექიმებს: აღიარების გამარტივებული პროცესი · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები · Rustaveli Cafe & Bar თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები, დაჯავშნა · Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel თბილისში — სასტუმრო, მისამართი, ფასები, დაჯავშნა ·
სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ სახანძრო-საევაკუაციო სიმულაციური სწავლება ჩატარდა — შენი თბილისი

სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ სახანძრო-საევაკუაციო სიმულაციური სწავლება ჩატარდა

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ სახანძრო-საევაკუაციო სიმულაციური სწავლება გაიმართა. სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ „სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს“ ორგანიზებით ჩატარდა.

სახანძრო-საევაკუაციო სიმულაციური სწავლება სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ დაკვეთით გაიმართა და მასში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

სწავლების მიზანს სასტუმროს პერსონალისა და სტუმრებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს, ქცევის წესების გაცნობა და შესაბამისი უნარების გამყარება წარმოადგენდა, რომელიც მოიცავდა ხანძრის ლოკალიზებისა და ჩაქრობის, ასევე, სასტუმროს პერსონალისა და დაშავებულთა ევაკუაციის სავარჯიშოებს.

სწავლების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველებმა სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით, ურბანულ პირობებში, ხანძარზე რეაგირების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით, დანერგილია სხვადასხვა სახის სერვისები, რომლითაც რიგი ორგანიზაციები სარგებლობენ.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *