ხუთშაბათი, მაისი 28, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit...

თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს

რეგიონის უმსხვილესი iGaming და Tech კონფერენცია SBC Summit Tbilisi 2025 15-16 ოქტომბერს ბრუნდება და ევრაზიის რეგიონს სრულად მოიცავს. ბრიტანული ორგანიზაციის, SBC-ისა და SMH-ის ორგანიზებით, სამიტი სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გაიმართება.

რიგით მესამე SBC Summit Tbilisi 2025 გვპირდება ჩართულობის 50%-ით მზარდ ტენდენციას გასულ წელთან შედარებით. სამიტის წარმდგენია EGT Georgia.ღონისძიების ფარგლებში, თბილისს ესტუმრება iGaming-ინდუსტრიის 2 500-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ევრაზიის, ევროპისა და ამერიკის წამყვანი გლობალური კომპანიებიდან. ასევე, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანიები. წარდგება 30-მდე კომპანია, საგამოფენო სივრცეებით, სადაც მათ საკუთარი პროდუქტისა და სერვისის დემონსტრირების საშუალება მიეცემათ.

SBC Summit Tbilisi 2025 შესაძლებლობას იძლევა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის, ,,ნეთვორქინგისა’’ და ბიზნესიდეების გენერირებისათვის და შესაბამისად, ქართულ კომპანიებს კიდევ ერთხელ აძლევს სექტორის წამყვან კომპანიებთან, პოტენციურ პარტნიორებთან და ინვესტორებთან ურთიერთობის დამყარების განუმეორებელ შესაძლებლობას. უკვე არსებული კონტაქტისა და თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას. სამიტი ხელს უწყობს საქართველოში არსებულ ბიზნესს გლობალურ მასშტაბებზე გასვლაში.

სამიტის ძირითადი ფოკუსი იქნება ტენდენციებზე, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ახალ მარეგულირებელ ლანდშაფტზე, ინოვაციების გავლენაზე, Esports-ზე, კრიპტოვალუტაზე, განვითარებადი ბაზრების შესაძლებლობებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. მისი მიზანია, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ინოვაციური და სექტორის წამყვანი ბაზრების, როგორიც არის, საქართველო, რუმინეთი, სერბეთი, ბულგარეთი, ყაზახეთი და სხვა, შესახებ ცოდნის გაზიარება და კავშირების გაღრმავება.

SBC არის iGaming და Tech ინდუსტრიაში წამყვანი “ივენთებისა” და პროფილური მედია კომპანია, რომელიც მართავს გლობალურ კონფერენციებსა და გამოფენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მათ შორის ისეთ ქალაქებში, როგორიც არის: ნიუ-იორკი, ლონდონი, ტორონტო, ბარსელონა, ლისაბონი, რიო-დე-ჟანეირო და სხვა. SBC-ის საოპერაციო არეალი ასევე მოიცავს უმსხვილეს ნიუს პლატფორმას სპორტული სექტორისა და iGaming-ის ინდუსტრიაში უნიკალური კონტენტით ინოვაციებისთვის, სექტორის ზრდისა და განვითარებისთვის. მისი ქოლგის ქვეშ ისეთი მედია ბრენდებია გაერთიანებული, როგორიცაა: SBC News,SBC Noticias, SBC Eurasia და სხვა.

READ  თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება

SMH-ის დამფუძნებლის, ლაშა მაჭავარიანის კომენტარი: ,,მოხარული ვარ, რომ წელს, უკვე მესამედ, ჩვენი დედაქალაქი მასპინძლობს მსოფლიოში წამყვან SBC სამიტს. სამიტი ბრუნდება უფრო მასშტაბურად და მოიცავს ევრაზიის რეგიონს სრულად. სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ თბილისი ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქია და მომდევნო წლებშიც კვლავ ექსკლუზიურად უმასპინძლებს ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ iGaming სამიტს – SBC Summit Tbilisi, რაც იძლევა უნიკალურ საშუალებას ინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან და მათ წარმომადგენლებთან თანამშრომლობისთვის.”

SBC-ის დამფუძნებელი რასმუს სოიმარკი აღნიშნავს: ,,SBC Summit Tbilisi 2025 გვპირდება, რომ იქნება კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი. სამიტი აერთიანებს რეგიონის iGaming ინდუსტრიასა და ლიდერ ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოდან, ეს კი განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს სამიტში მონაწილე კომპანიებს გლობალურ მასშტაბებზე გასასვლელად, გლობალურ კომპანიებს კი საშუალებას აძლევს ახლოს გაიცნონ რეგიონის პოტენციური პარტნიორი კომპანიები და რეგიონის წამყვანი ბაზრების ბიზნესლანდშაფტი.’’

SBC Summit Tbilisi 2025-ზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ SBC-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს: sbcevents.com

წყარო

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.