თბილისში ჯარისკაცი სცემეს – ახალგაზრდას სახის ძვლები აქვს ჩამსხვრეული, აღენიშნება ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება — შე

თბილისში ჯარისკაცი სცემეს – ახალგაზრდას სახის ძვლები აქვს ჩამსხვრეული, აღენიშნება ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში ჯარისკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ – “პირველების” ინფორმაციით, ნაცემია 25 წლის მუხრან ხვედელიძე.

ნაცემი ბიჭის ახლობლების თქმით, სამხედროს სახის ძვლები აქვს ჩამსხვრეული და ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება აღენიშნება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ახალგაზრდა კაცის გადარჩენას კლინიკა პინეოს ექიმები ამ წუთებშიც ცდილობენ, მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია რამდენიმე საათის წინ ჩაუტარდა, ახლა კი უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

არსებული ინფორმაციით, ანგარიშსწორება ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ხვედელიძეს კლუბის დაცვის თანამშრომლები გაუსწორდნენ, ურტყეს წიხლები და მუშტი, შემდეგ კი გაიქცნენ და 25 წლის კაცი ქუჩაში მიატოვეს.

როგორც “პირველებმა” გაარკვია, სასტიკად ნაცემი პოლიციამ შემთხვევით იპოვა და კლინიკაშიც სწორედ მათ გადაიყვანეს.

პირველების” ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულია სამი პირი – ყველა მათგანი ბრალის წარდგენას ელოდება.

TV პირველი დღეს King Club-ში იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ ანგარიშსწორება მოხდა, თუმცა ადგილზე მყოფი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

ირკვევა ისიც, რომ 25 წლის მუხრან ხვედელიძეს, რომელიც შეიარაღებულ ძალებში, საკონტრაქტო სამსახურში მსახურობდა, 24 საათის განმავლობაში ეძებდა მისი შენაერთიც.

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

წყარო

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისში ჯარისკაცი სცემეს – ახალგაზრდას სახის ძვლები აქვს ჩამსხვრეული, აღენიშნება ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება. 21 თებერვალი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისში-ჯარისკაცი-სცემე/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში ჯარისკაცი სცემეს – ახალგაზრდას სახის ძვლები აქვს ჩამსხვრეული, აღენიშნება ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%94/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network