13:42 💵 USD 2.61 💶 EUR 3.06 რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გაიხსნა · კურორტი გოდერძი — აჭარის სამთო სამოთხე ზღვის დონიდან 2027 მეტრზე · LIZWI Club Teatro-ში — თბილისის მუსიკალური ღამე 8 აგვისტოს · Enzo Siffredi Teatro-ში — აფრო-ჰაუსის ლეჯენდი თბილისში 31 ივლისს · თბილისი დღეს — 19 აგვისტო · თბილისი დღეს — 18 აგვისტო ·
თბილისში East vs West 16 ჩატარდა — მსოფლიო დონის მკლავჭიდელების დაპირისპირება — შენი თბილისი

თბილისში East vs West 16 ჩატარდა — მსოფლიო დონის მკლავჭიდელების დაპირისპირება

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში, EvW Sports-ის ორგანიზებით East vs West 16 გაიმართა, სადაც მსოფლიო დონის მკლავჭიდელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ღონისძიების მთავარი აქცენტი სუპერმძიმე წონას დაეთმო, სადაც გენადი კვიკვინია დევონ ლარატს შეხვდა, მაგრამ 1-4 დამარცხდა.

95 კგ. წონით კატეგორიაში კი ტიტული ირაკლი ზირაქაშვილმა დათმო, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში ტოდ ჰუჩინგსთან წააგო და ჩემპიონობის შანსი დაკარგა.

East vs West 16-ის ფინალური შეხვედრა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობისთვის გაიმართა, სადაც ვიტალი ლატენინმა არწიომ მოროზოვი 4-2 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ღონისძიება ასევე გახდა ქართველი ჰალკის, ლევან საგინაშვილის მომავალი მეტოქის სახელის დასახელების დღე — ერმეს გასპარინი ქართველი ამიერკავკასიის ჩემპიონთან შეხვდება.

East vs West 16 — განსაკუთრებული ბრძოლები წარიმართა, ქართულმა მკლავჭიდმა მსოფლიო სპორტში კიდევ ერთხელ გაამყარეს თავისი ადგილი!

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *