საილუსტრაციო ფოტო

დააკავეს პირები, რომლებმაც თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე

ანასტასია მჭედლიშვილი
ანასტასია მჭედლიშვილი
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ე.გ. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე.

კითხვის გაგრძელება

 

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *