შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებისამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარედ გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარედ გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტირდა და გაფართოვდა ჭავჭავაძის ქუჩა. გზის სავალი ნაწილი 4 მეტრით გაგაგანიერდა, მოეწყო საყრდენი კედელი, ტროტუარი, სანიაღვრე და განათების სისტემები.

თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა პროექტი ადგილზე მოინახულეს. როგორც კალაძემ აღნიშნა, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გზის ინფრასტრუქტურას, ისე მოსახლეობის გადაადგილებას და საცხოვრებელი გარემოს კომფორტს.

„საკმაოდ დატვირთული ქუჩაა და პრობლემა იყო მანქანების პარკირება, ასევე, ზემოთ არის სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, საცხოვრებელი კორპუსები და შესაბამისად, პრობლემას წარმოადგენდა გადაადგილება, განხორციელებული პროექტის შედეგად კი მოქალაქეებს თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცემათ. გარდა ამისა, ელექტროსადენები მიწის ქვეშ ჩავიტანეთ, დავამონტაჟეთ განათებების ქსელი და მოეწყო სანიაღვრე სისტემა“, – განაცხადა კალაძემ.

პროექტი სრულად დაფინანსდა თბილისის მერიიდან 3 300 000 ლარის ოდენობით.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიის გზის რეაბილიტაცია და გაფართოება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც სატრანსპორტო, ისე ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში.

 

#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi

READ  მსოფლის 5 ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ნაკლები ვიზიტორი ჰყავს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები