თბილისში ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება — შენი თბილისი

თბილისში ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში სამგორში კიდევ ორი ახალი პროექტი დაიგეგმება. ორივე პროექტი მიზნად ისახავს არსებული ავარიული შენობების ჩანაცვლებას თანამედროვე და კომფორტული საცხოვრებელი კორპუსებით.

პირველი პროექტი, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განიხილეს, მდებარეობს სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლების მე-3 მასივში, შუამთის ქუჩა N40 ა-ში. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ამჟამად აღნიშნულ ავარიულ შენობაში 55 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც დროებით ქირით უზრუნველყოფს თბილისის მერია, სანამ ახალი კორპუსი აშენდება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს 22 ავტოსადგომს, ორ კომერციულ ფართსა და 129 საცხოვრებელ ბინას. შემდეგ კი ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს გადაეცემათ გარემონტებული, ახალი ბინები. თბილისის მერმა ასევე წარმოადგინა ვიზუალური მასალები, თუ როგორ იქნება ახალი საცხოვრებელი კორპუსი.

მომდევნო პროექტი, რომელიც პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, მდებარეობს სამგორის რაიონში, რომანოზ ხომლელის ქუჩაზე, კორპუსი N4ა-ში. აღნიშნულ შენობაში 44 ოჯახი ცხოვრობს, რომელთა საცხოვრებელი პირობები კრიტიკულ მდგომარეობაშია. თბილისის მერის განცხადებით, ამ შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება, ხოლო მის ადგილზე აშენდება 12-სართულიანი, თანამედროვე არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კორპუსი.

მერი მოუწოდებს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მსგავსი პირობებში ცხოვრობს, იაქტიურონ და მიმართონ რაიონის გამგეობებს, რათა ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 10]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network