შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიდაზიანდა ცენტრალური გაზსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ამარაგებს, გაზის მიწოდების აღდგენა 10 თებერვალს, დღის...

დაზიანდა ცენტრალური გაზსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ამარაგებს, გაზის მიწოდების აღდგენა 10 თებერვალს, დღის პირველი ნახევრიდან დაიწყება და პროცესი 11 თებერვლის დღის ბოლომდე დასრულდება — „თბილისი ენერჯი“

თბილისში, ვაკის და საბურთალოს რაიონებში გაზის მიწოდება ავარიულად 150 000 -მდე აბონენტს შეუწყდა, მიზეზი ცენტრალური გაზსადენის დაზიანებაა, რომლის შეახებაც ინფორმაციას თბილისი ენერჯი ავრცელებს. მათივე ცნობით, 500 მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ მესამე პირის მიერ დაზიანდა.

„შემთხვევის ადგილზე სრულად მობილიზებულია თბილისი ენერჯის შესაბამისი სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. გაზის მიწოდების აღდგენა 10 თებერვალს, დღის პირველი ნახევრიდან დაიწყება და ავარიის მასშტაბის გათვალისწინებით პროცესი 11 თებერვლის დღის ბოლომდე დასრულდება.

თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გაზმომარაგების აღდგენა რთული პროცესია და უსაფრთხოებიდან გამომდინარე დროს მოითხოვს.

ავარიის მასშტაბისა და გათიშული აბონენტების რაოდენობის გათვალისწინებით კომპანიის სპეციალისტები მაქსიმალურად ცდილობენ გაზმომარაგების დროულად აღდგენას.

გთხოვთ, ყურადღებით იყავით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  კუნძულ ბალის ინტერიერის სტილი - აზიური სტუმართმოყვარეობის საუკეთესო ანარეკლი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები