კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“ — განცხადებების მიღება უკვე დაიწყო — შენი თბილისი

კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“ — განცხადებების მიღება უკვე დაიწყო

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

კონკურსზე „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება დაიწყო. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს კონკურსი საკმაოდ პოპულარულია შემოქმედებით ინდუსტრიებში და მისი მიზანია დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების იდეების პოპულარიზაცია და რეალიზაცია.

„აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში ბოლო წლების განმავლობაში 250-მდე პროექტი დაფინანსდა და ბევრი საინტერესო პროდუქტი შეიქმნა, მათ შორის, კომპიუტერული თამაშები ქართული ზღაპრების საფუძველზე, პროექტები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, გამოიცა მრავალი სამეცნიერო- პოპულარული წიგნი და სხვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

კონკურსის ფარგლებში პროექტები მიიღება 21 მარტის ჩათვლით ოთხი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება და მედიახელოვნება.

დამატებითი ინფორმაციისა და განაცხადების ატვირთვისთვის, მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდს.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“ — განცხადებების მიღება უკვე დაიწყო [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network