საილუსტრაციო ფოტო

ყაზახური ავიაკომპანია Air Astana 27 მაისიდან ახალი მიმართულებით იწყებს ფრენებს — ატირაუ-თბილისი-ატირაუ

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
ირინა დათაშვილი
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.

ყაზახური ავიაკომპანია Air Astana 27 მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ რეისს იწყებს – ატირაუ-თბილისი-ატირაუ. ახალი მიმართულებით ავიაკომპანია კვირაში სამჯერ იფრენს. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აცხადებს, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

Air Astana — ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია, ზაფხულის სეზონზე, ალმათიდან თბილისის მიმართულებით 9 სიხშირით ფრენებს დაასრულებს. თითოეულ ოთხშაბათსა და შაბათს თბილისი-ალმათი-თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია ორ ფრენას შეასრულებს.

ივნისიდან ავიაკომპანია განაახლებს სეზონურ ფრენებს ალმათი-ბათუმის მიმართულებით კვირაში სამჯერ. ივლისი-აგვისტოში კი, ფრენების სიხშირე კვირაში 5-მდე გაიზრდება.

Air Astana ასევე განაახლებს ფრენებს თბილისი-ასტანას შორის, რაც კვირაში სამჯერ იქნება შესაძლებელი.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, FlyArystan – Air Astana-ს შვილობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, უზრუნველყოფს ფრენებს 5 სხვადასხვა მიმართულებით ყაზახეთიდან. ზაფხულის სეზონზე რეისების სიხშირე კვირაში 10-დან 17-მდე გაიზრდება. FlyArystan უშუალოდ რეისებს ქუთაისიდან ასტანაში, ალმათში, ატირაუში, აქტაუში** და შიმკენტში ახორციელებს.

2024 წელს, ყაზახური ავიაკომპანიების წილი ქართულ ბაზარზე 3.9%-ს შეადგენდა. გასულ წელს კი, ყაზახეთიდან საქართველოში 178,930 საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა.

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *