საილუსტრაციო ფოტო

შსს-მ თბილისში, ქვემო ქართლსა და სამეგრელოში 8 პირი დააკავა, 3-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა — რას ამბობს უწყება

ანასტასია მჭედლიშვილი
ანასტასია მჭედლიშვილი
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, თბილისში, ქვემო ქართლში და სამეგრელოში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 8 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

დაკავებულთა შორის არიან „ქურდული სამყაროს“ წევრები, მათი მხარდამჭერები და პირები, რომლებიც ამ სისტემის მეშვეობით მოქალაქეთა შორის ფინანსურ დავებს არალეგალური გზით აგვარებდნენ.

დაკავებულები არიან:

  • გ.ს. (დ. 1982)
  • ა.ქ. (დ. 1989)
  • ვ.ს. მეტსახელად „პოვერა“ (დ. 1982)
  • გ.რ. (დ. 1991)
  • ო.მ. მეტსახელად „გეგე“ (დ. 1980)
  • მ.ჩ. (დ. 1978) – წარსულში ნასამართლევი
  • ბ.შ. (დ. 1985) – წარსულში ნასამართლევი
  • ლ.ც. (დ. 1978) – წარსულში ნასამართლევი

დაუსწრებლად ბრალი წარედგინა:

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი
  • ბაჩანა ნადარეიშვილს, მეტსახელად „ბაჩო ტბილისკი“ (დ. 1982) — „კანონიერი ქურდობა“
  • მანუჩარ გასვიანს (დ. 1979) — „კანონიერი ქურდობა“
  • თ.რ.-ს (დ. 1978) — „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა

გამოძიების ინფორმაციით:

  • ბრალდებულები მონაწილეობდნენ ე.წ. „ქურდული ტრადიციებით“ გამართულ შეკრებებსა და ფინანსური დავების „მოგვარებაში“.
  • დაკავებულები უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ და მიღებულ გადაწყვეტილებებს მათი მითითებით ახორციელებდნენ.
  • ერთ-ერთი მხარისთვის ხშირად ფინანსური სანაცვლოს გადახდა იყო დაკისრებული, რაც დანაშაულებრივი სქემის ნაწილი იყო.
  • ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომლითაც ბრალდებულები ერთმანეთთან და საზღვარგარეთ მყოფ პირებთან კომუნიკაციას ახორციელებდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს შემდეგი მუხლებით:

  • 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები — „ქურდული სამყაროს“ წევრობა
  • 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილი — მიმართვა „ქურდული სამყაროს“ წევრთან
  • 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილი — მხარდაჭერა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში

დანაშაული ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

 

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *