საილუსტრაციო ფოტო

თბილისში Barcelona-ს ოფიციალური მაღაზია – Barca Store Georgia იხსნება

ლევან წიკლაური
ლევან წიკლაური
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.

Barcelona — მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბი, თავის გლობალურ ქსელს აფართოებს და 29 მარტიდან, თბილისში Barca Store Georgia ოფიციალურად იხსნება.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც “ბარსელონას” ოფიციალური მაღაზია გაიხსნება ესპანეთის საზღვრებს გარეთ. მაღაზია გულშემატკივრებს შესთავაზებს კლუბის ექსკლუზიურ პროდუქტებს, მათ შორის ოფიციალურ სათამაშო ფორმებს, სპორტულ ნივთებს, აქსესუარებს და სხვა სუვენირებს, რომლებიც სპეციალურად შექმნილია “ბლაუგრანას” გულშემატკივრებისთვის.

Barca Store Georgia ე.წ. საფეხბურთო კულტურის ახალ ეპიცენტრს წარმოადგენს რეგიონში და მიზნად ისახავს ქართველი გულშემატკივრებისთვის უნიკალური და ამაღელვებელი გამოცდილების შექმნას. მაღაზია არა მხოლოდ სპორტული ატრიბუტიკის შეძენას შეძლებს, არამედ შექმნის განსაკუთრებულ გარემოს, სადაც გულშემატკივრები უახლოვდებიან ბარსელონას სამყაროს.

“მოხარული ვართ, რომ თბილისში ვხსნით Barca Store Georgia-ს და ქართველ გულშემატკივრებს ვთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, გახდნენ უფრო ახლოს იმ კლუბთან, რომელსაც ასე ძლიერ უჭერენ მხარს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ განსაკუთრებული გარემო, სადაც ყველა გულშემატკივარი შეძლებს ნამდვილ “ბლაუგრანას” სულის შეგრძნებას” – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა დავით ზაქარიაძემ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

Barca Store Georgia კოსტავას 23 ნომერში, სასტუმრო სტამბას მოპირდაპირედ გაიხსნება. მაღაზია გულშემატკივრებს შესაძლებლობას მისცემს, შეძენონ ბარსელონას ოფიციალური პროდუქტები და მიიღონ გარანტირებული ხარისხი და ავთენტურობა.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *