თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ ს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა.

შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტთან ერთად, აღნიშნულ ხუთეულში შედიან ბრემენის, კორფუს, ლონდონისა და ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტები.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გავლენიანმა საერთაშორისო პლატფორმამ ეს ხუთეული ავიაკომპანიებთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებისა და მიმართულებების ზრდის ტემპის მიხედვით გამოავლინა, ასევე გათვალისწინებულია მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც “ტავ ჯორჯია”-მ მართავს, ემსახურება 60 ავიაკომპანიას და 66 მიმართულებას.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ბაზარზე ექვსი ახალი ავიაკომპანია შემოვა, მათ შორის British Airways, EasyJet, Edelweiss და Transavia France. 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა – მგზავრთა რაოდენობა 4,750,830 იყო, რაც 29%-ით აღემატება როგორც წინა წლის, ისე პანდემიის პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს.

The Routes Europe -ი არის გავლენიანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და გამოავლენს საუკეთესო აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაში.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%90%e1%83%94/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network