თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ზაჰესი-წიწამურის მონაკვეთზე გარე განათების ახალი სისტემის მოწყობა იწყება — შ

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ზაჰესი-წიწამურის მონაკვეთზე გარე განათების ახალი სისტემის მოწყობა იწყება

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ17-კმ24 მონაკვეთზე (ზაჰესი-წიწამური) დაიწყება გარე განათების ახალი სისტემის მოწყობა. აღნიშნული მონაკვეთი საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხაში შედის, ხოლო გარე განათების ქსელი, რომელიც 2008 წელს მოეწყო, დღეს აღარ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება არსებული გარე განათების ქსელის დემონტაჟი, მათ შორის საყრდენი ბოძები, სანათები, ელექტრო სადენები და დანარჩენი კომპონენტები, და მათი ჩანაცვლება თანამედროვე ლედ სანათებით და ახალი საყრდენი ბოძებით. ასევე, პროექტი მოიცავს განათების ავტომატური დისტანციური მართვის სისტემით აღჭურვილი ელექტრო გამანაწილებელი კარადების და ძალოვანი სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოწყობას.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

პროექტი ხელს შეუწყობს საავტომობილო გზის უსაფრთხოებისა და კომფორტის გაუმჯობესებას. ახალი განათების სისტემა გააუმჯობესებს ღამის პირობებში გზის მძღოლებისთვის გარემო-პირობების აღქმას, რაც ხელს შეუწყობს მოძრაობის უსაფრთხოებას და ეფექტურობას.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

სამუშაოები 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდება საავტომობილო გზის ნაწილობრივი შეზღუდვა და გარე განათების ქსელის შეზღუდული პერიოდით გათიშვა.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ზაჰესი-წიწამურის მონაკვეთზე გარე განათების ახალი სისტემის მოწყობა იწყება [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network