ZEG — ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში — შენი თბილისი

ZEG — ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

13 ივნისს თბილისში, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, გაიხსნა ZEG — ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 3 დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, უნიკალურ სესიებს და ინსპირაციულ ისტორიებს აერთიანებს.

ფესტივალი მოიცავს დისკუსიებს, პანელურ სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, შემეცნებით ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. სტუმრები მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრებენ: მსოფლიო პოლიტიკა, ეკონომიკა, გენდერული თანასწორობა, ქალთა ლიდერობა, ხელოვნება, არქიტექტურა, მედია, ფოტოგრაფია, კინო, მედიცინა და სხვა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ფესტივალის გამორჩეული მომხსენებლები არიან:

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი
  • ნობელიანტი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი
  • ბრიტანელი ფოტოგრაფი პლატონი
  • The New Yorker-ის ჟურნალისტი და ბესტსელერის ავტორი ედ სიზარი
  • პედიატრი და ჰუმანიტარი ექიმი სემა ჯილანი
  • კინორეჟისორი ადამ ფეიზი
  • ურბანული დიზაინის არქიტექტორი ალეხანდრო არავენა
  • სატირიკოსი და „Veep“-ის ავტორი არმანდო იანუჩი
  • უკრაინელი ფილოსოფოსი ვოლოდიმირ ერმოლენკო და სხვა.

ZEG-ის ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით ოთხი მსხვილი პანელური დისკუსია გაიმართება. ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა — ჯო საბიასა და მაკუნა თავბერიძის დისკუსია თემაზე: „როდესაც იმედი დეფიციტშია“.

დისკუსიის ფარგლებში მსჯელობა შეეხო იმედის შენარჩუნებას რთულ პერიოდებში, შთაგონებისა და მოტივაციის განსხვავებებსა და იმ გზავნილს, რომ „მთავარია გჯეროდეს“ — ეს არის თიბისის ახალი ბრენდული მანიფესტი, რომელიც საკუთარი თავის რწმენის ძალას უსვამს ხაზს.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან:
Impact Hub Tbilisi და Coda Story.

ფესტივალის მხარდამჭერები:
TBC Concept, UN Women, European Cultural Foundation, Coca-Cola, Cellfie, BMW, Luminate, Culture of Solidarity Fund, Setanta Sports, Swiss Agency for Development and Cooperation, The Embassy of The Kingdom of The Netherlands in Georgia, Windfor’s, Reckless, Pulitzer Center, Tbilisi Architecture Biennial, IRCT, United Against Torture, Embassy of Sweden, Royal Norwegian Embassy, Embassy of Denmark, Adjara Group, Honore, Monkey Shoulder, Aprili Media, AT.ge, Business Press News.

მისამართი: კონსტიტუციის ქუჩა #4, თბილისი.

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). ZEG — ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში. 7 თებერვალი, 2026. https://shenitbilisi.ge/zeg-ამბის-თხრობის-საერთაშო/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. ZEG — ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/zeg-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%9d/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network