საილუსტრაციო ფოტო

თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს

ლევან წიკლაური
ლევან წიკლაური
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.

თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიის ცნობით, ცნოკონსტრუქციები და მანათობელი ბაგირები ბორის პაიჭაძის ქუჩასა და გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოეწყო.

დიღმის მასივში მიმდინარე სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

„თბილისის მერიის დავალებით, საახალწლო განათებების მონტაჟი დედაქალაქის მასშტაბით სრულად განხორციელდება. ყველა რაიონში შერჩეულია ქუჩები, სადაც ოპტიმალურია და ტექნიკურადაც შესაძლებელია ილუმინაციების მოწყობა, იმისათვის, რომ ქალაქის მცხოვრებლებს და სტუმრებს საახალწლო განწყობა შევუქმნათ“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

ილუმინაციები და დეკორაციები თბილისის ათივე რაიონში 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყობა. სამონტაჟო სამუშაოებში ყოველდღიურად „თბილსერვის ჯგუფის“ 190-მდე თანამშრომელი და შესაბამისი სპეცტექნიკაა ჩართული.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *