თბილისის ახალი ზოოპარკი 13 ივნისს სიმბოლურ საინფორმაციო ტურს აწყობს 2015 წლის ტრაგედიის 10 წლისთავთან დაკავშირებით. 80 ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ნახოს ახალი ინფრასტრუქტურა და გადაყვანილი ცხოველები.

თბილისის ახალ ზოოპარკში 13 ივნისის ტრაგედიის 10 წლისთავთან დაკავშირებით საინფორმაციო ტური გაიმართება

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

13 ივნისს, თბილისის ახალ ზოოპარკში საინფორმაციო ტური გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ზოოპარკი ავრცელებს.

BM.GE აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის ზოოპარკს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ აღნიშნული თარიღი სიმბოლურია და უკავშირდება 10 წლის წინანდელ ტრაგედიას, როდესაც წყალდიდობას თბილისის ზოოპარკის ბინადრების ნახევარი ემსხვერპლა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„ამ ხნის განმავლობაში ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ, ბევრიც – ვერა. ახალ ზოოპარკში ცხოველების ნაწილი გადავიყვანეთ, მაგრამ დამთვალიერებლებს კარი ჯერ კიდევ ვერ გავუღეთ. არადა, ინტერესი მაღალია და ვიცით, რომ ყველა მოუთმენლად ელით იმ მშვენიერ დღეს, როცა ახალ ზოოპარკში თქვენ მოპატიჟებას შევძლებთ.

მანამდე კი, გადავწყვიტეთ, 80 ადამიანს ახალი ზოოპარკის მონახულების შესაძლებლობა მივცეთ. მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ გვინდა, დაინტერესებულ პირებს უკვე შესრულებული სამუშაოები დავათვალიერებინოთ და უახლოესი გეგმებიც გავაცნოთ. სრულყოფილად კეთილმოწყობილ ტერიტორიას ვერ დაგახვედრებთ, მაგრამ აგიხსნით ზოოპარკის ზონირების პრინციპებს, გიჩვენებთ უკვე გადაყვანილ ცხოველებს, იმ შენობებსა და ვოლიერებს, რომლებიც, ჩვენი შეზღუდული რესურსების მიუხედავად, მაინც შევძელით და ავაშენეთ”, – ნათქვამია თბილისის ზოოპარკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 48 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსებულ ზოოლოგიურ პარკში ამ დროისთვის რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, თუმცა როგორც ზოოპარკში გვეუბნებიან, ინფრასტრუქტურის დასასრულებლად და სტუმრებისთვის კარის გასაღებად, საჭიროა დამატებით ინვესტიციები, რომლის მოძიებაზეც მუშაობენ. ამრიგად, ზოოპარკში ჯერ კიდევ ვერ გვეუბნებიან, თუ როდის გაიხსნება ახალი ზოოპარკი.

წყარო

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისის ახალ ზოოპარკში 13 ივნისის ტრაგედიის 10 წლისთავთან დაკავშირებით საინფორმაციო ტური გაიმართება [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a-%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%a8%e1%83%98-13/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network