საილუსტრაციო ფოტო

თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავარია მოხდა — არიან დაშავებულები

ანასტასია მჭედლიშვილი
ანასტასია მჭედლიშვილი
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.

თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა თვითმხილველების ინფორმაციით მაშინ მოხდა, როცა ქვეითი ცდილობდა გზის გადაკვეთას არასწორ ადგილზე.

როგორც გამოცემა „რადიო თავისუფლება“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, მძღოლმა შეჯახების თავიდან ასაცილებლად ტროტუარის მხარეს გადაუხვია, თუმცა მიკროავტობუსი ქვეითს მაინც დაეჯახა.

დაშავებულთაგან ერთს სავარაუდოდ მენჯის მოტეხილობა აღენიშნება — იგი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მეორე დაშავებულმა ფეხის დაზიანება მიიღო მკვეთრი მოძრაობის დროს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *