საილუსტრაციო ფოტო

თბილისში ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს — ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

თემური ლომიძე
თემური ლომიძე
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.

თბილისში პოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული გ.მ. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე იქნა დაკავებული.

გამოძიების მტკიცებით, გ.მ. სისტემურად ყიდდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, მათ შორის საკონტროლო შესყიდვები, რომლებიც ფარული აუდიო-ვიდეო ფირზეა დაფიქსირებული.

პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო, მათ შორის:

  • კოკაინი
  • ალფა-პვპ
  • კლეფედრონი

ასევე ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებული თანხა.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის I, II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 260-ე ტერცია მუხლის V ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *