საილუსტრაციო ფოტო

992 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება თბილისში — შსს-მ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ლევან წიკლაური
ლევან წიკლაური
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.

თბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ზ.ნ.

სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც 992 აბი “მდმა”-ს შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობად ითვლება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *