თბილისში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, 1 ივნისს დედაენის ბაღში საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელიც პატარებისთვის მრავალფეროვან და ინტერაქტიულ პროგრამას მოიცავს.
ამ დღეს დაგეგმილი აქტივობების შესახებ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.
„ახლოვდება პირველი ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელსაც, ტრადიციულად, გამორჩეული სიყვარულით აღვნიშნავთ. უამრავი პატარა ელოდება ამ დღეს. დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გვექნება არაერთი აქტივობა. ცენტრალური ღონისძიება დაგეგმილია დედაენის ბაღში, სადაც განსაკუთრებული პროგრამა ელოდება ჩვენს პატარებს. გარდა საბავშვო კონცერტისა, 15:00 საათიდან დედაენის ბაღში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება: მოეწყობა ღია ბიბლიოთეკა და კინოს კუთხე, ჭადრაკის კუთხე, ხელოვნების სახლების საგამოფენო სივრცე. გვექნება სპორტული აქტივობები, თექის, კალიგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ვორქშოფები, გაიმართება მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა ზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, არტთერაპია, იქნება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი გასართობი შესაბამისი აქტივობები. ღონისძიება დაიწყება 15:00 საათზე, ხოლო საკონცერტო ნაწილი 20:00 საათზე. გეპატიჟებით ყველას, მობრძანდით შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. საკმაოდ საინტერესო სანახაობა გელოდებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, აქტივობები თბილისის სხვადასხვა უბნშიც გაიმართება, თუმცა დედაენის ბაღი იქნება ღონისძიების ცენტრალური ადგილი.
დასწრება თავისუფალია. მერიამ ქალაქის მცხოვრებლებს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია