სახელმწიფო ქონება თბილისში კვლავ აუქციონზეა — ფასი 5 მილიონი ლარია — შენი თბილისი

სახელმწიფო ქონება თბილისში კვლავ აუქციონზეა — ფასი 5 მილიონი ლარია

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისი, წმინდა ნიკოლოზის ქუჩა N2/კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა N2-ში მდებარე სახელმწიფო ქონების გაყიდვის მიზნით ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონი მეხუთედ გამოაცხადა. ის 28 მაისს დაიწყო და 11 ივნისს დასრულდება.

ქონების საწყისი ფასი 4 987 500 ლარია. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ობიექტი 6 650 000 ლარად იყო გამოტანილი, თუმცა მას შემდეგ, რაც პირველ სამ აუქციონზე ინვესტორი არ გამოუჩნდა, 25 მარტს გამოცხადებულ რიგით მეოთხე აუქციონზე ქონების ფასი 1 662 500 ლარით შემცირდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

უძრავი ქონება ექცევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ვიზუალური დაცვის არეალში, შესაბამისად, მასზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ქონების საერთო ფართობი 3 694 კვადრატული მეტრია და შემდეგი აღწერილობა აქვს: 927.62 კვ.მ, 891.81 კვ.მ., 775.14 კვ.მ. და 793.78 კვ.მ. ფართები და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 305.90 კვ.მ. სარდაფი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ახალმა მფლობელმა, სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის არანაკლებ 1 000 000 ლარის (დღგ-ს გარეშე) ინვესტიცია ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 4 წლის ვადაში უნდა ჩადოს. სამუშაოები კი შესაძლოა მოიცავდეს, ქონების დემონტაჟს და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანას. ამ ვალდებულების შესრულებიდან მაქსიმუმ 6 თვეში კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით უძრავ ქონებაზე განთავსებული სამოქალაქო უსაფრთხოების დამცავი ნაგებობის (თავშესაფრის, რომლის ფართი უნდა იყოს არანაკლებ 300 კვ.მ.) ფუნქციონირებისათვის მზადმყოფ მდგომარეობაში მოყვანა უნდა უზრუნველყოს. დამატებით სახელშეკრულებო (არასაპრივატიზებო) პირობად განსაზღვრულია თავშესაფრის ფუნქციის მუდმივად შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ ამ სამოქალაქო თავდაცვის ნაგებობით უსასყიდლოდ სარგებლობის უზრუნველყოფა.

ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე 665 000 ლარია, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 5 000 ლარი.

თავდაპირველად, ქონების ეროვნულმა სააგენტომ აქტივის პრივატიზების მიზნით აუქციონი გასული წლის 23 ივლისს გამოაცხადა, თუმცა ქონების შეძენით არავინ დაინტერესდა და აუქციონი არ შედგა. განმეორებითი აუქციონი 12 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს, ასევე უშედეგოდ დასრულდა. მესამე აუქციონი 4 მარტს გამოცხადდა და 18 მარტს დასრულდა. მეოთხე კი 25 მარტს გამოცხადდა და 8 აპრილს დასრულდა.

წყარო

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). სახელმწიფო ქონება თბილისში კვლავ აუქციონზეა — ფასი 5 მილიონი ლარია. 25 იანვარი, 2026. https://shenitbilisi.ge/სახელმწიფო-ქონება-თბილის/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. სახელმწიფო ქონება თბილისში კვლავ აუქციონზეა — ფასი 5 მილიონი ლარია [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network