ღონისძიებისთვის სპეციალურად მოწვეული ექსპერტები დეტალურად განიხილავენ იმ ოთხი მთავარ მიმართულებას, რომლითაც ფასდება ფეხბურთელი: ტაქტიკური, ტექნიკური, ფიზიკური და მენტალური.
დაგეგმილია ორი დამოუკიდებელი ლექცია: ქალი ფეხბურთელებისა (სტელა მირიჩი – ნუტრიციოლოგი) და მწვრთნელებისთვის (ხავი ნავარო(მიკროციკლი) და ჯეიმს მელოუნი(პერიოდიზაცია)).
გაიმართება პირველი, ქართულ-ინგლისური საფეხბურთო წიგნის ,,გზამკვლევი’’ პრეზენტაცია, რომელიც შედგება 15 სხვადასხვა თავისგან და მკითხველს ინფორმაციას აწვდის სპორტსმენის განვითარების ეტაპზე, ფიზ. მომზადებაზე, კვებაზე, ძილის მნიშვნელობაზე, დატვირთვის მართვაზე, ფეხბურთის ისტორიასა და თანამედროვე ტენდენციებზე. წიგნი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ფეხბურთი აინტერესებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელების, მათი მშობლების, მწვრთნელებისთვის.
ფორუმის სამაუწყებლო და კონტენტ პარტნიორია Setanta Sports. მედია პარტნიორი – პალიტრა მედია. პარტნიორები: TKT.ge, ალდაგი, მთის წყალი.
ფორუმზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია 30 მაისიდან TKT.ge-ზე
ფორუმის საკითხები
“ფეხბურთელის ფიზიკური მომზადება”
Giorgi Kochorashvili / გიორგი ქოჩორაშვილი – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და ლისაბონის სპორტინგის წევრი
Javi Navarro / ხავი ნავარო – ლევანტეს აკადემიის მეთოდოლოგიისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სპიკერი თემაზე: “ფეხბურთელი, თამაში, ფიზიკური მომზადება”
Stella Miric / სტელა მირიჩი- პერფორმანს ნუტრიციოლოგი სპიკერი თემაზე: “კვების როლი მატჩამდე და მატჩის შემდეგ, ფეხბურთელების სათამაშო ხარისხის გაუმჯობესებისთვის; კვების პერიოდიზაცია”
James Malone / ჯეიმს მელოუნი – ლივერპულის და ევერტონის პირველი გუნდის ყოფილი სპორტის მეცნიერი. ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორი. სპიკერი თემაზე: “სავარჯიშო და სათამაშო დატვირთვების მართვა; პერიოდიზაცია”
Xavi Camps / ჩავი კამპსი – წამყვანი საფეხბურთო სააგენტო Interstar Deporte-ს ვიდეო ანალიტიკოსი და მოთამაშეთა განვითარების ხელმძღვანელი; Levante U.D.-ის პირველი გუნდის ყოფილი სკაუტი; სპიკერი თემებზე: ”გიორგი ქოჩორაშვილის ტაქტიკური განვითარება; ვიდეო ანალიტიკის მნიშვნელობა გუნდისთვის და ინდივიდისთვის”
Saba Epremidze / საბა ეფრემიძე – სპორტული ფსიქოლოგი; სპიკერი თემებზე: მენტალური წვრთნა, ვიზუალიზაცია; თავდაჯერება; შეცდომის დაშვების შიში, ალტერ ეგო (საკუთარი იდენტობის შექმნა მოედანზე)
Ana Vatsadze / ანა ვაწაძე – საფეხბურთო ინგლისურის კურსის მასწავლებელი. სპიკერი თემაზე: **“ინგლისური ენის მნიშვნელობა სპორტსმენებისთვის”
Zurab Oragvelidze / ზურაბ ორაგველიძე – OT Sportmanagement-ის დამფუძნებელი, FIFA-ლიცენზირებული აგენტი. სპიკერი თემაზე: „ფეხბურთი, როგორც სოციალური მოწყობის მოდელი“
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია