საილუსტრაციო ფოტო

რა უთხრა მერაბ დვალიშვილმა ტრამპს – თბილისში ჩამოსული UFC-ის ჩემპიონის პირველი კომენტარი

თემური ლომიძე
თემური ლომიძე
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.

რა უთხრა მერაბ დვალიშვილმა დონალდ ტრამპს – თბილისში ჩამოსული UFC-ის ჩემპიონი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მან ამერიკის პრეზიდენტთან საუბარში საქართველო ახსენა და მისი ქვეყნის პატივისცემა დაადასტურა.

,,რამდენიმე სიტყვა ვუთარი ტრამპს. დავუდასტურე ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა. მცირე საუბარი იყო, ვახსენე ჩემი ქვეყანა… მან მითხრა, რომ ჩემი ბრძოლა მოეწონა”, – თქვა დვალიშვილმა. 

მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. ის თბილისში რამდენიმე წუთის წინ “ემემეის” ბლოგერ ნინა დრამასთან ერთად ჩამოფრინდა.

ცნობისთის, მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ის ღონისძიებაზე სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში, ამერიკელი მეტოქე, შონ ო’მალი დაამარცხა და მეორედ დაიცვა UFC-ის ქამარი.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

8 ივნისს ნიუარკში (ნიუ-ჯერსი, აშშ) გამართულ შეჯიბრებას ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი დონალდ ტრამპს გაესაუბრა: ის მიუახლოვდა რვაკუთხედთან მდგომ აშშ-ის პრეზიდენტს, რამდენიმე სიტყვა უთხრა, ხელი ჩამოართვა და ფოტო გადაიღო.

წყარო

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *