თბილისის საცალო ვაჭრობის კრიზისის დროს მნიშვნელოვანია ადაპტაციისა და ეკონომიკური მუშაობის ახალი სტრატეგიების დაუფლება. ამ სტატიაში განვიხილავთ პრაქტიკულ რჩევებს, როგორ მოვძებნოთ ხელსაყრელი შეთავაზებები და შევამციროთ ხარჯები.

„თბილისი ცენტრალი“ დღეს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ობიექტია და თუ ადრე დღიურად მას 20-25 ათასი ადამიანი სტუმრობდა, დღეს ეს მაჩვენებელი 15-20%-ით არის შემცირებული“

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

„თუ ადრე დღიურად ცენტრალს 20-25 ათასი ადამიანი სტუმრობდა, დღეს ეს რიცხვი 15-20%-ით არის შემცირებული,“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, სავაჭრო ცენტრში კლებაა გაყიდვების მხრივაც.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„წინა წელთან შედარებით გაყიდვებმა დაახლოებით 20%-ით იკლო. თუ პირველი კვარტალი მეტ-ნაკლებად დაბალ სეზონად მიიჩნევა, უკვე მესამე კვარტალს ვუახლოვდებით და უნდა იგრძნობოდეს, რომ ბაზარი სტაბილურად ვითარდება. ამ ჭრილში რასაც ვხედავთ, იმ მსხვილ ქსელებში, რომლებიც ჩვენთან არის წარმოდგენილი ტექნიკის მაღაზიების სახით, კლება სტატუს შენარჩუნებულია და ეს ტრენდი გრძელდება.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

მიზეზი შესაძლოა, ბევრი იყოს: არასტაბილურობა, მოსახლეობის განწყობა, მომხმარებლის ქცევის ცვლილება. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ნაკლებს ხარჯავს და ფოკუსი გადატანილი აქვს პირველადი მოხმარების ნივთების შეძენაზე. ეს ყველაფერი არის იმ ზოგადი ფონის გამოძახილი, რაც ქვეყანაში ხდება.

რაც შეეხება მომხმარებლის განწყობებს, არსებობს რამდენიმე პარამეტრი, რითიც იზომება და ესენია: ხალხის ნაკადი სავაჭრო ცენტრებსა და მოლებში; საშუალო ჩეკის მოცულობა ამა თუ იმ ობიექტში; ობიექტზე შესული ადამიანებიდან რამდენი ყიდულობს რეალურად სხვადასხვა ნივთს.

დღეის მდგომარეობით, ყველა ამ პარამეტრში გვაქვს კლება. „თბილისი ცენტრალი“ დღეს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ობიექტია და თუ ადრე დღიურად მას 20-25 ათასი ადამიანი სტუმრობდა, დღეს ეს მაჩვენებელი 15-20%-ით არის შემცირებული,“ – განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). „თბილისი ცენტრალი“ დღეს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ობიექტია და თუ ადრე დღიურად მას 20-25 ათასი ადამიანი სტუმრობდა, დღეს ეს მაჩვენებელი 15-20%-ით არის შემცირებული“. 19 თებერვალი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისი-ცენტრალი-დღეს/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. „თბილისი ცენტრალი“ დღეს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ობიექტია და თუ ადრე დღიურად მას 20-25 ათასი ადამიანი სტუმრობდა, დღეს ეს მაჩვენებელი 15-20%-ით არის შემცირებული“ [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network