ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისის მეტროს 12 სადგური სრულად განახლდება — პროექტს ესპანურ-იტალიური კონსორციუმი მოამზადებს 4...

თბილისის მეტროს 12 სადგური სრულად განახლდება — პროექტს ესპანურ-იტალიური კონსორციუმი მოამზადებს 4 მლნ ევროს ფარგლებში

თბილისის მეტროს 12 სადგურის რეაბილიტაციის კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად ხელშეკრულება გაფორმდა ესპანურ-იტალიურ კონსორციუმთან, რომლის ღირებულება დღგ-ის გარეშე 4 მილიონ ევროს შეადგენს. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ გააჟღერა.

კალაძის განცხადებით, მეტროსადგურების განახლება დედაქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტია:

„მეტროსადგურების რეაბილიტაცია-განახლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენთვის. მეტრო არის ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს მეტროსადგურები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ განახლებასა და მოწესრიგებას. ამ მხრივ მთელი რიგი პრობლემებია, იმიტომ, რომ საქართველოში ფიზიკურად არ არსებობენ კომპანიები თუნდაც პროექტის განხოციელების ან სამუშაოების შესრულების მიმართულებით. შესაბამისად, ვთანამშრომლობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები“, — აღნიშნა თბილისის მერმა.

რა ითვალისწინებს ხელშეკრულება?

  • კონცეპტუალური პროექტი მომზადდება 12 თვის განმავლობაში
  • ეს პროექტი საფუძვლად დაედება დეტალური პროექტირების და სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერებს
  • რეაბილიტაცია განხორციელდება მომდევნო 5 წლის განმავლობაში

პროექტის სრულად დაფინანსება EBRD-ს 55 მილიონიანი ბიუჯეტით მოხდება. ეს თანხა წარმოადგენს სესხს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტს აქვს მიღებული მეტროს ინფრასტრუქტურის განახლებისთვის.

პრიორიტეტული სადგურებია:

  • გურამიშვილი
  • სადგურის მოედანი
  • სარაჯიშვილი
  • და სხვა სადგურები, რომლებიც ფიზიკურად საჭიროებენ სარეკონსტრუქციო ჩარევას

კალაძის თქმით, ესპანურ-იტალიური კონსორციუმის ჩართულობა თბილისს მისცემს საშუალებას, გაეროს და ევროპის სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიქმნას.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ავარია მოხდა — რა ვითარებაა ადგილზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები