შაბათი, ნოემბერი 22, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისი საბავშვო ევროვიზიას მასპინძლობს — იხილეთ სცენის დიზაინი და მონაწილე ქვეყნების სია

თბილისი საბავშვო ევროვიზიას მასპინძლობს — იხილეთ სცენის დიზაინი და მონაწილე ქვეყნების სია

2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსამდე ორ თვეზე ოდნავ მეტიღა გვაშორებს. საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს წელს თბილისი უმასპინძლებს. კონკურსი 13 დეკემბერს, ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზში გაიმართება. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც წლევანდელი საბავშვო ევროფესტივალის თანაორგანიზატორია ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU) ერთად, სულ ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალი, სცენის დიზაინის პირველი სურათები და ვიზუალური თემა.

რამდენი ქვეყანა მიიღებს წლევანდელ საბავშვო ევროვიზიაზე მონაწილეობას?

რიგით 23-ე ევროვიზია ჯუნიორზე 18 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალს შარშანდელი ორი მონაწილე — ესტონეთი და გერმანია — გამოეთიშა. სამაგიეროდ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კონკურსზე სამი ქვეყანა ბრუნდება: აზერბაიჯანი, რომელმაც ბოლოს 2021 წელს მიიღო მონაწილეობა, მონტენეგრო, რომელიც ბოლოს 2015 წელს ვიხილეთ და საბავშვო ევროვიზიის პირველი გამარჯვებული, ხორვატია, რომელიც 2015 წლიდან აღარ მონაწილეობდა.

წლევანდელი საბავშვო ევროვიზიის მონაწილეების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

  • ალბანეთი — წარადგენს კრონი პულა, სიმღერით Fruta perime
  • სომხეთი — მონაწილე და სიმღერა ჯერ არაა შერჩეული
  • აზერბაიჯანი — წარადგენს იაღმური, სიმღერა ჯერ არაა შერჩეული
  • ხორვატია — წარადგენს მარინო ვრგოჩი, სიმღერა ჯერ არაა შერჩეული
  • კვიპროსი — წარადგენენ რაფაელა პანტელი და ქრისტოს გეორგიუ, სიმღერით Away
  • საფრანგეთი — წარადგენს ლუ დელუზი, სიმღერით Ce monde
  • საქართველო — მონაწილე და სიმღერა ჯერ არაა შერჩეული
  • ირლანდია — 19 ოქტომბერს შევიტყობთ მონაწილის ვინაობას
  • იტალია — წარადგენს ლეონარდი ჯოვანანჯელი, სიმღერით Rockstar
  • მალტა — მონაწილე და სიმღერა ჯერ არაა შერჩეული
  • მონტენეგრო — წარადგენს ასია ჯოგოვიჩი, სიმღერა ჯერ არაა შერჩეული
  • ნიდერლანდები — წარადგენს Meadow, სიმღერით Freeze
  • ჩრდილოეთ მაკედონია — წარადგენს ნელა მანჩესკა, სიმღერა ჯერ არაა შერჩეული
  • პოლონეთი — წარადგენს მარიანა კლოსი, სიმღერა ჯერ არაა შერჩეული
  • პორტუგალია — წარადგენს ინეშ გონსალვეში, სიმღერა ჯერ არაა შერჩეული
  • სან-მარინო — წარადგენს Martina Crv, სიმღერით Beyond the Stars
  • ესპანეთი — წარადგენს გონსალო პინიოსი, სიმღერით Érase una vez
  • უკრაინა — მონაწილის ვინაობა და სიმღერა 12 ოქტომბერს გახდება ცნობილი
READ  მუხიანის დასახლებაში პროექტ „რადიოქალაქის“ პირველი ეტაპი რამდენიმე დღეში დასრულდება

სცენის დიზაინი და მისი მნიშვნელობა

როგორც ევროვიზიაზე, ასევე საბავშვო ევროვიზიაზე, ფანებს ერთ სული აქვთ ხოლმე, როდის იხილავენ სცენის დიზაინს. მეტიც, ის, თუ როგორი მასპინძელი გამოდგა ესა თუ ის ქვეყანა, ნაწილობრივ სწორედ სცენით ფასდება. წლევანდელი ევროვიზია ჯუნიორის სცენა კი, რომლის აწყობაც ახალი სპორტის სასახლეში კონკურსამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყება, ასე გამოიყურება:

ფოტო: პირველი არხი

ორგანიზატორების ცნობით, სცენის დიზაინის ინსპირაცია ქართული კულტურული მემკვიდრეობაა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, “ახალი თაობის არტისტებისთვის გარდაქმნილი კულტურული გულისცემა”.

ფოტო: პირველი არხი

სცენის ცენტრში ქართული დოლის ერთგვარი მოდელია გაცოცხლებული, მის გარშემო წარმოდგენილი სხვადასხვა ფორმის ელემენტები კი სიმბოლურად ქვეყნის მთაგორიან ლანდშაფტებს, ციხესიმაგრეებსა და ტრადიციულ კოშკებს წარმოადგენს.

ვიზუალური თემა

საგანგებოდ 2026 წლის ევროვიზიისთვის, რომელიც კონკურსის საიუბილეო, 70-ე წელია, შეიცვალა ლოგო. ამდენად, წელს პირველად, ახალი ლოგოთი გაიმართება საბავშვო ევროვიზიაც. ამასთან, წინა წლებისგან განსხვავებით, კონკურსს ყოველწლიურად განსხვავებული სლოგანი აღარ ექნება და, ევროვიზიის მსგავსად, აქაც United by Music (“მუსიკით გაერთიანებული”) გახდება შეუცვლელი დევიზი.

სამაგიეროდ, კონკურსის ორგანიზატორები ყოველ წელს ძველებურად წარმოგვიდგენენ ვიზუალურ თემას. წელს ეს ფერადი, კლაკნილი ხაზები და სხვადასხვა ფორმის თავისუფალი მონასმებია, რომლებიც “პატარა მუსიკოსების ხალისიანი შემოქმედების გამოძახილია” და ლოგოს “რიტმს და ახალგაზრდულ ენერგიას” სძენს.

ფოტო: პირველი არხი

“ხასხასა ფერების დინამიკური კონტურები ლოგოს აცოცხლებს და ინდივიდუალურობის მისამღერად, მრავალფეროვნების, ინკლუზიურობისა და საყოველთაო ზეიმის სიმბოლოდ გარდაქმნის”, — განმარტავენ ორგანიზატორები.

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გასულ წელს საქართველო გახდა. ჩვენს ქვეყანას რეკორდული მეოთხე გამარჯვება 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ მოუტანა, გიგა კუხიანიძის სიმღერით დედას. ანდრიას გამოსვლა 16 მონაწილე ქვეყნიდან 12-მა უმაღლესი ქულით შეაფასა. გამარჯვებიდან მალევე, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მომდევნო ევროვიზია ჯუნიორის მასპინძლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

წყარო

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები