თბილისის უძრავი ქონების ბაზარი დინამიკურია და ყოველდღიურად იცვლება. 2025 წლის 8 თვის მონაცემების სწორად ანალიზი დაგეხმარებათ ბაზრის ტენდენციების გაგებაში.

8 თვეში თბილისში $2 მილიარდის 25 636 ბინა გაიყიდა – G&T

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

Galt & Taggart-მა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის აგვისტოს მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2025 წლის 8 თვეში თბილისში სულ 25,636 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლის ჭრილში 5.2%-იან ზრდას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ივლისში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლების შემდეგ, 2025 წლის აგვისტოში გაყიდვები შემცირდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე, რაც აგვისტოსთვის დამახასიათებელ სეზონურ შენელებას შეესაბამება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ამასთან, გასულ თვეში, მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების მოცულობა კვლავ გაიზარდა. ასევე, ფასმაც ზრდა განაგრძო როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

უფრო დეატალურად, ბაზრის ტენდენციები ასეთია:

მოთხოვნა

2025 წლის აგვისტოში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 2,858 შეადგინა, აქედან:

• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 0.3%-ით შემცირდა (8 თვეში -0.3% წ/წ).

• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 17.8%-ით შემცირდა (8 თვეში +1.8% წ/წ).

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) კი, 2025 წლის აგვისტოში გაყიდვები პირველად ბაზარზე წლიურად 12.2%-ით შემცირდა, რაც ნაწილობრივ 2024 წლის აგვისტოს მაღალი ბაზით იყო განპირობებული. აგვისტოში გაყიდვები თვიურადაც შემცირდა, რაც აგვისტოსთვის დამახასიათებელ სეზონურ შენელებას შეესაბამება. ჯამურად, 2025 წლის 8 თვეში გაყიდვები წლიურად 0.5%-ით გაიზარდა. 2025 წლის 8 თვეში თბილისში სულ 25,636 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+5.2% წ/წ).

მიწოდება

2025 წლის აგვისტოში ნებართვა გაიცა 22 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 145,928 მ2-ს შეადგენდა (+6.9% წ/წ). ჯამურად, 2025 წლის 8 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა.

ფასები

2025 წლის აგვისტოში, პირველად ბაზარზე ფასმა ნელი ტემპით განაგრძო ზრდა. კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.1%-ით გაიზარდა და 1,341 აშშ დოლარს მიაღწია. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა და 1,299 აშშ დოლარი შეადგინა.

ქირა

2025 წლის აგვისტოში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ 2 ) ქირის ფასი თვეში, 0.7%-ით გაიზარდა და კვადრატულზე 9.6 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.4%-ით ჩამორჩება გასული წლის აგვისტოს ფასს.

წყარო

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). 8 თვეში თბილისში $2 მილიარდის 25 636 ბინა გაიყიდა – G&T. 31 მაისი, 2026. https://shenitbilisi.ge/8-თვეში-თბილისში-2-მილიარდი/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. 8 თვეში თბილისში $2 მილიარდის 25 636 ბინა გაიყიდა – G&T [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/8-%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-2-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network