საილუსტრაციო ფოტო

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს — ნახეთ, რა სახის ნარკოტიკი ამოიღო შსს-მ

თემური ლომიძე
თემური ლომიძე
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს, დიდუბე-ჩუღურეთის და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან:

  • 1994 წელს დაბადებული ს.ვ.
  • 2006 წელს დაბადებული დ.შ.
  • 2006 წელს დაბადებული ა.კ.
  • 1979 წელს დაბადებული ჰ.ა., რომელიც წარსულში არაერთხელ ყოფილა ნასამართლევი.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს როგორც დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში, ისე მათ მიერ მითითებულ მისამართებზე, საიდანაც ნივთმტკიცების სახით ამოიღეს:

  • “ჰეროინი”
  • “მარიხუანა”
  • “ტრამადოლი”
  • ფსიქოტროპული ნივთიერებები
  • ელექტრონული სასწორი

დანაშაულები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 273-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით კვალიფიცირდება, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *