საილუსტრაციო ფოტო

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა დასტაბილურდა – TBC Capital

გიორგი კაპანაძე
გიორგი კაპანაძე
ჟურნალისტი — ქალაქის ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. აშუქებს გზების, მშენებლობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემებს თბილისში.

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა დასტაბილურდა, – ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ სექტორულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

თიბისი კაპიტალის ცნობით, ტრანზაქციების რაოდენობამ 8 თვეში 25,219 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

როგორც თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშიააღნიშნული, მოთხოვნასთან ერთად დასტაბილურდა უძრავი ქონების გასაყიდი ფასიც.

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები უახლოვდება ევროპის რიგ ქვეყნებში არსებულ დონეს.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

„თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, ქირა განაგრძობს შემცირებას. ქირის შემცირებასთან ერთად მცირდება ამონაგები უძრავ ქონებაზე.

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე პოტენციური მიწოდება აგრძელებს ზრდას და კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრდება. 2025 წლის 8 თვეში გაცემული პროექტების დაახლოებით 60% უკვე მშენებლობის ფაზაშია.

2024 წლის მეორე კვარტლიდან, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი „მცირედი გადაჭარბების“ ზონაშია, თუმცა ინდექსი დაღმავალია და სტაბილური ბაზრის ფაზაში შედის“, – აღნიშნულია „სექტორულ მიმოხილვაში“.

წყარო

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ქალაქის ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. აშუქებს გზების, მშენებლობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემებს თბილისში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *