პარასკევი, ოქტომბერი 10, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისის მერია 18-მეტრიანი ავტობუსების ტექნიკური მომსახურებისათვის €20 მილიონიან კონტრაქტს აფორმებს

თბილისის მერია 18-მეტრიანი ავტობუსების ტექნიკური მომსახურებისათვის €20 მილიონიან კონტრაქტს აფორმებს

თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული თბილისის სატრანსპორტო კომპანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 18-მეტრიანი MAN-ის ავტობუსების ტექნიკური მომსახურებისათვის 20 მილიონი ევროს შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.

თბილისის მერიამ აღნიშნული ავტობუსები ორ ტრანშად შეიძინა, თავდაპირველად მოხდა 160 ერთეული ავტობუსის შესყიდვა, შემდეგ კი დამატებით 40 ერთეულის. ამასთან, 2024 წლის ივნისში MAN-ის ავტორიზებულ სერვისცენტრთან, რომელსაც ოპერირებას “თეგეტა მოტორსი” უწევს გაფორმდა 25 მილიონი ევროს ხელშეკრულება, ახლა კი იგეგმება დამატებით 20 მილიონი ევროს ხელშეკრულების გაფორმება და დამატებით შესყიდული ავტობუსების მომსახურებას გულისხმობს. აღნიშნული მომსახურება 2028 წლის ჩათვლით იქნება ძალაში, ხოლო უკვე მოქმედი 25 მილიონი ევროს ხელშეკრულება 2027 წლის 7 ივნისამდე არის მოქმედი.

“შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე ირიცხება 200 (ორასი) ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი (Lion‘s City 18C მოდელის), წარმოებული MAN Truck and Bus SE-ს მიერ. მათგან 160 ერთეული ავტობუსი ამჟამად გადის შესაბამის საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურებას და უზრუნველყოფს თბილისის საქალაქო მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანას, ხოლო დარჩენილი 40 ერთეული ავტობუსი საჭიროებს აღნიშნული სერვისის ჩატარებას. ქალაქის სამარშრუტო ქსელზე მომსახურების შეუფერხებელი განხორციელებისათვის, ავტობუსების ტექნიკურად გამართული და უსაფრთხო მდგომარეობის უზრუნველსაყოფად, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 2025-2028 წლების შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული აქვს 40 ერთეული ავტობუსის გეგმური და არაგეგმური ტექნიკური მომსახურების შესყიდვა,”- აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში.

200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა თბილისის ბიუჯეტს 324 მილიონი ლარი დაუჯდა.

არსებული მდგომარეობით, ახალი ავტობუსების მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისს ჯერ არ ემსახურება, რადგანაც აღნიშნულისთვის ახალი დეპოს გახსნა არის აუცილებელი, რაც უახლოეს პერიოდში არის დაგგემილი.

 

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სრულდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები