საილუსტრაციო ფოტო

Global Tech Weekend Tbilisi 2025 — თბილისი ტექნოლოგიების ცენტრად იქცა

ლევან წიკლაური
ლევან წიკლაური
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.

20 ივნისიდან თბილისში Global Tech Weekend Tbilisi 2025 დაიწყო — ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება რეგიონში, რომელიც 22 ივნისამდე გაგრძელდება.

სამდღიანი ფესტივალი აერთიანებს ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ციფრული კულტურის ასობით პროფესიონალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მიმართულებები მოიცავს: ხელოვნურ ინტელექტს (AI), ფინტექს (FinTech), გეიმინგს, WEB3-ს, აგროტექნოლოგიებს (AgriTech), მედიასა და ციფრულ მარკეტინგს, კიბერსპორტს და სხვა.

პირველი დღე ეძღვნება Side Event-ებს, რომლებიც თბილისის მასშტაბით ტექნოლოგიურ თემებზე სხვადასხვა სივრცეში მიმდინარეობს. მონაწილეებს მასპინძლობენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა: Startup Büro, Ad Summit x Hapttic, Forbes Georgia, Political Tech Summit, D-Block და Tbilisi AI Meetups.

21 ივნისს, Radio City-ში ტარდება მთავარი კონფერენცია — “Shaping the New Era”, სადაც უკვე იმყოფებიან 3,000-ზე მეტი სტუმარი, 100+ პარტნიორი და 120 საერთაშორისო სპიკერი.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

მონაწილეთა შორის არიან ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორიცაა:
🎤 Jessica Tams — Atari-ის დირექტორი და Griffin Gaming-ის პარტნიორი
🎤 Ruben Veiga — Roblox-ის ევროპული ქომუნითი მენეჯერი
🎤 Israel Pons — Pitch to the World-ის თანადამფუძნებელი
🎤 JP Isham — Gala Games-ის მრჩეველი და Alchemist Fund-ის დირექტორი
🎤 Dmitri M. Johnson — Story Kitchen-ის პროდიუსერი და სხვები.

ლოკაცია დამსწრეებს სთავაზობს მთავარ სცენას, სტარტაპების გამოფენასა და კონკურსს, Outdoor სცენას, მედია და Chillout ზონას, ასევე ინვესტორთა დახურულ ლაუნჯს, სადაც შეხვედრები ტარდება ადგილობრივ VC-ებთან, Family Office-ებთან და ანგელოზ ინვესტორებთან.

22 ივნისს ფესტივალი კვლავ განაგრძობს Side Event-ებით — თემატური ღონისძიებები კვლავ თბილისის სხვადასხვა წერტილში ჩატარდება.

დამატებითი ინფორმაცია, რეგისტრაცია და პროგრამის დეტალები ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *