სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში პოლონური დღეები გრძელდება - როგორია საქართველო-პოლონეთის ეკონომიკური კავშირები

თბილისში პოლონური დღეები გრძელდება – როგორია საქართველო-პოლონეთის ეკონომიკური კავშირები

თბილისში, 13-24 ოქტომბერს პოლონური დღეებია. “პოლონური დღეები საქართველოში” უკვე მეხუთედ იმართება, პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს ორგანიზებით და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით. ის მიზნად ისახავს პოლონური პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას და მათ პოპულარიზაციას ქართულ ბაზარზე. ასევე, ინიციატივა ხელს უწყობს პოლონურ და ქართულ ბიზნესს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.

BM.GE გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოსა და პოლონეთის ეკონომიკური კავშირების ამსახველ პარამეტრებზე.

ვაჭრობა

საქართველოსა და პოლონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წლიდან მოყოლებული მზარდია. გასულ წელს ექსპორტ-იმპორტის ჯამმა 382.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში კი სავაჭრო ბრუნვამ 224.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლის ჭრილში 5.2%-იანი კლებაა.

საქართველოს პოლონეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, რამდენადაც იმპორტი ბევრად აჭარბებს ექსპორტს. 8 თვის მონაცემებით იმპორტმა 190.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 6%-ით ჩამორჩება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საიმპორტო საქონლის ჩამონათვალში 10 ან მეტი ადამიანის გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილები ლიდერობს.

2025 წლის 8 თვის მონაცემებით, TOP 10 საიმპორტო საქონელი შემდეგია:

  1. ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით – 15.7 მლნ აშშ დოლარი;
  2. შაქარი – 10.8 მლნ აშშ დოლარი;
  3. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები – 6.8 მლნ აშშ დოლარი;
  4. შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები – 6.2 მლნ აშშ დოლარი;
  5. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები – 6 მლნ აშშ დოლარი;
  6. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული – 5.9 მლნ აშშ დოლარი;
  7. სატვირთო ავტომობილები – 5.2 მლნ აშშ დოლარი;
  8. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები – 4.7 მლნ აშშ დოლარი;
  9. კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი – 4.5 მლნ აშშ დოლარი;
  10. ბოსტნეული სხვა, ძმრის დამატების გარეშე, დამზადებული ან დაკონსერვებული, გაყინული – 4.2 მლნ აშშ დოლარი.

 

რაც შეეხება ექსპორტს, 8 თვეში პოლონეთში 33.4 მლნ დოლარის საქონელი და მომსახურება გავყიდეთ. წლის ჭრილში მაჩვენებელი თითქმის უცვლელია, რადგან 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 33.5 მლნ დოლარი იყო. ძირითადი ქართული პროდუქტი, რაც პოლონეთში გაგვაქვს ღვინოა.

READ  თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პოლონეთში ექსპორტირებული პროდუქტების TOP 10 შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ყურძნის ნატურალური ღვინოები – 11.5 მლნ აშშ დოლარი;
  2. მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით – 6.3 მლნ აშშ დოლარი;
  3. ტომრები და პაკეტები შესაფუთი – 2.2 მლნ აშშ დოლარი;
  4. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი – 2.2 მლნ აშშ დოლარი;
  5. თხილი და სხვა კაკალი – 2.1 მლნ აშშ დოლარი;
  6. სხვა თიხები – 1.4 მლნ აშშ დოლარი;
  7. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – 830.8 ათასი აშშ დოლარი;
  8. მსუბუქი ავტომობილები – 767.8 ათასი აშშ დოლარი;
  9. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 759.3 ათასი აშშ დოლარი;
  10. ქუდები და სხვა თავსაბურავები, ტრიკოტაჟისა – 747.2 ათასი აშშ დოლარი.

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI)

საქსტატს პოლონეთიდან პირველი FDI, რომლის მოცულობაც 6 მლნ დოლარამდე იყო, 2000 წელს აქვს აღრიცხული. ყველაზე დიდი მოცულობის, 11.8 მლნ დოლარის ინვესტიცია 2022 წელს დაფიქსირდა, რასთან ახლოსაც იყო ასევე მაჩვენებელი 2024 წელს და 11.7 მლნ დოლარს შეადგენდა. 2025 წლის ორი კვარტალის ჯამური მონაცემებით, 7.1 მილიონი დოლარის პოლონური ინვესტიცია შემოვიდა, რაც მცირედით ჩამორჩება გასული წლის ანალოგიური პერიოდის 7.8 მილიონ დოლარს.

ტურიზმი

ტურიზმის სტატისტიკაში, პოლონეთი TOP 15ქვეყანას შორისაა. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთის სამ ქალაქში: ვარშავა, კატოვიცე, პოზნანი – საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.

2025 წლის 9 თვის მონაცემებით, პოლონეთიდან საერთაშორისო ვიზიტების ვიზირების რაოდენობამ – 64 210 შეადგინა, რაც წლის ჭრილში 21%-იანი მატებაა.

მაჩვენებელი რეკორდული იყო 2023 წელს, როდესაც პანდემიამდელ დონესაც გადააჭარბა და 91 210 ვიზიტი დაფიქსირდა.

პოლონეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები

 

ფულადი გზავნილები

პოლონეთი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა უცხოეთში დასაქმების მსურველი ქართველებისთვის. 2024 წელს საქართველომ პოლონეთიდან 33.8 მლნ დოლარის ფულადი გზავნილები მიიღო. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით კი 25.5 მლნ დოლარი გადმოირიცხა (2024 წლის 9 თვეში $25.6 მილიონი). აქედან მხოლოდ სექტემბერში 3 მლნ დოლარია შემოსული, რაც გასული წლის მაჩვენებელს 1.4%-ით აღემატება.

READ  თბილისის 5 ქუჩა, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

წყარო

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები