თბილისის საჯარო სკოლებში გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრები ტარდება — შენი თბილისი

თბილისის საჯარო სკოლებში გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრები ტარდება

SheniTbilisi.ge
SheniTbilisi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

თბილისის  25 საჯარო სკოლაში, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საინფორმაციო სესიებს ატარებს, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის საკითხებში. სესიებზე, რომელშიც მონაწილეობას V-X კლასის მოსწავლეები იღებენ, განიხილავენ ნარჩენების მართვის პოლიტიკას, ეროვნულ კანონმდებლობას, საერთაშორისო გამოცდილებას, გარემოს დაცვის გამოწვევებსა და ამ პროცესში საზოგადოების როლს.

მოსწავლეები გადიან სასწავლო პროცესს, რომელიც მათ ამ სფეროში ბაზისურ ცოდნას სთავაზობს და ყველა მონაწილე იღებს ნარჩენებისა და გარემოს დაცვის თემატიკაზე დამზადებულ სასაჩუქრე პაკეტებს.

43-ე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა დაესწრო. პაპავას თქმით, პროგრამის მიზანი საზოგადოებისა და განსაკუთრებით მოსწავლეების ჩართულობის გაზრდაა, რათა მათ უკეთ გაიგონ, როგორ უნდა მართონ ნარჩენები და რა ტიპის ნარჩენები სად უნდა განთავსდეს.

„პრეზენტაციის დროს მოზარდები საჭირო ინფორმაციას იღებენ გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თემაზე. საინფორმაციო სესიების მიზანია ამ მიმართულებით საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება. მსგავსი შეხვედრები 25 საჯარო სკოლაში ჩატარდება და საერთო ჯამში, 750 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მუნიციპალიტეტის ძალებით შეუძლებელია ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული, თუ მოსახლეობაც არ შეგვიწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბავშვებმა სკოლის ასაკიდანვე ისწავლონ, რა ტიპის ნარჩენი სად უნდა განათავსონ, რა არის დაშვებული და რა – კანონდარღვევა“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს, ხოლო მის „თბილსერვის ჯგუფი“ და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (Rec Caucasus) ახორციელებს.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

Share This Article
Follow:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *