ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისის მეტროს ვაგონების განახლების პროექტის ბიუჯეტი ₾5 მილიონით იზრდება

თბილისის მეტროს ვაგონების განახლების პროექტის ბიუჯეტი ₾5 მილიონით იზრდება

თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტის ბიუჯეტი ₾5 მილიონით იზრდება, ამას ითვალისწინებს მთავრობის 13 ოქტომბრის განკარგულება. პროექტზე მიმდინარე წელს 30 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, შესაბამისად ის 35 მილიონი ლარი გახდება.

2025 წლის ივლისში საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულად გამოვლინდა “ჯი-თი ჯგუფი”, რომელიც თბილისის მერიას 150 მილიონ ევროდ 111 ახალ ვაგონს მიაწვდის. აღნიშნულ ვაგონებს ჩინური მწარმოებელი CRRC დაამზადებს.

როგორც მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ავანსი უკვე ჩაერიცხა, ხოლო ავანსის გარანტიისთვის კომპანიამ 17.6 მილიონი ევროს საბანკო გარანტია წარადგინა.

ახალი ვაგონების მოწოდება 2026 წლის ბოლოდან უნდა დაიწყოს.

პროექტი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ფინანსდება.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  თბილისში 55 საზაფხულო ბაღი ამოქმედდება — როდის დაიწყება რეგისტრაცია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები