ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიარუნ ხათრი პირდაპირ ბაძავს ექიმ ბერგს, იმეორებს მის სტილს, ფრაზებს – ეს...

არუნ ხათრი პირდაპირ ბაძავს ექიმ ბერგს, იმეორებს მის სტილს, ფრაზებს – ეს პლაგიატია! – გიორგი ფხაკაძე სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს

არუნ ხათრი პირდაპირ ბაძავს ექიმ ბერგს, იმეორებს მის სტილს, ფრაზებს – ეს პლაგიატია! – გიორგი ფხაკაძე სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს

იუთუბზე საეჭვოდ „გაპოპულარებული“ ინდოელი “არუნა ხათრი” პირდაპირ ბაძავს ექიმ ბერგს — იმეორებს მის სტილს, ფრაზებს და მიდგომას. ეს უკვე აღარ არის „ინსპირაცია“ — ეს არის პლაგიატი და საზოგადოების შეგნებული მოტყუება – წერს სოციალურ ქსელში მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.

🔴 აღმოჩნდა, რომ ამ ვიდეოების რეალური მიზანი მხოლოდ ერთი იყო —
საკვები დანამატების გაყიდვა.

⚠️ პრობლემა:
• არ აქვს არანაირი სამედიცინო განათლება
• არ გააჩნია ეთიკური, საკვები დანამატების უსაფრთხოების ან რეგულაციის სერტიფიკატები
• სრულიად არაკომპეტენტურია ჯანმრთელობის სფეროში
• ქმნის „ექიმის/სპეციალისტის“ ცრუ იმიჯს — რაც საშიშია ჯანმრთელობისთვის

და ახლა უკვე ოფიციალური ფაქტი:

✅ მის მიერ დაკავშირებული საკვები დანამატების კომპანია დააჯარიმა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ,
✅ კომპანიას შეუჩერდა ყველა კომერციული საქმიანობა,
✅ გადაწყვეტილება ძალაშია 10 ნოემბრიდან, სანამ ყველა დამატებითი პროცედურა დასრულდება.

(ეს არის სახელმწიფოს ოფიციალური გადაწყვეტილება. დოკუმენტი არსებობს.)

ანუ სქემა ასე მუშაობდა:

1️⃣ ბაძავს ცნობილ ექსპერტს,
2️⃣ ქმნის “სპეციალისტის” იმიჯს,
3️⃣ შემდეგ გაყიდის დანამატებს, რათა მოგება მიიღოს თქვენი ჯანმრთელობის ხარჯზე.

ეს არის:

❌ საავტორო უფლებების შესაძლო დარღვევა
❌ პლაგიატი
❌ საზოგადოების შეგნებული მოტყუება

მე რა მინდა?

👉 მინდა, რომ ნაკლებად მოტყუებულები იყოთ.

სანამ ვინმეს ენდობით ინტერნეტში, ყოველთვის გადაამოწმეთ:

ვინ არის ადამიანი?
• აქვს თუ არა განათლება?
• რა ინტერესს ემსახურება?

განვიხილოთ განსხვავება:

ერთი — პროფესორია.
მეორე — პლაგიატორი, არაკომპეტენტური გამყიდველი.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე (PHIG)
Supplement.ge — „უსაფრთხო დანამატები საქართველო“ ინიციატივა
SheniEkimi.ge • შენი ექიმი SheniAmbebi.ge • შენი ამბები supplement.ge

READ  თბილისში პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები